Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანოტარიატის შესახებმუხლი 57

ნოტარიატის შესახებ

მუხლი 57. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კანონის მე-11 მუხლის მიზნებისათვის, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში იგულისხმება გამოცდა, რომელიც ჩატარდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.

2.ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები ჩაითვლებიან ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნულ ნოტარიუსებად.

3.ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას. (57-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ყოფილ ნოტარიუსებს, თუკი ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან, ანიჭებს ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დანიშვნის შესაძლებლობას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/6/1664 – ვებგვერდი, 31.10.2024წ.

4.საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან ერთად საქართველოს პარლამენტის 2010 წლის საგაზაფხულო სესიისათვის უზრუნველყოს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გაანგარიშების ახალი წესის შემუშავება და „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.

5.ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

6.საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და ამ კანონის ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულმა ნოტარიუსებმა უზრუნველყონ შესაბამისად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივსა და სანოტარო ბიუროებში დაცული სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების აღწერა და სათანადო მონაცემების ელექტრონულ სანოტარო რეესტრში შეტანა.

7.ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება 2010 წლისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 1 თვისა. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3363 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.244 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/6/1664 – ვებგვერდი, 31.10.2024წ.

რედაქციების შედარება

1. ამ კანონის მე-11 მუხლის მიზნებისათვის, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში იგულისხმება გამოცდა, რომელიც ჩატარდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები ჩაითვლებიან ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნულ ნოტარიუსებად. 3. ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას. (57-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ყოფილ ნოტარიუსებს, თუკი ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან, ანიჭებს ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დანიშვნის შესაძლებლობას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/6/1664 – ვებგვერდი, 31.10.2024წ. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან ერთად საქართველოს პარლამენტის 2010 წლის საგაზაფხულო სესიისათვის უზრუნველყოს სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გაანგარიშების ახალი წესის შემუშავება და „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. 5. ამ კანონის ამოქმედების დღისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და ამ კანონის ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულმა ნოტარიუსებმა უზრუნველყონ შესაბამისად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივსა და სანოტარო ბიუროებში დაცული სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების აღწერა და სათანადო მონაცემების ელექტრონულ სანოტარო რეესტრში შეტანა. 7. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება 2010 წლისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 1 თვისა. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3363 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.244 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/6/1664 – ვებგვერდი, 31.10.2024წ.

წინა მუხლი 56შემდეგი მუხლი 58

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №29

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 12მუხლი 16

მიუთითებენ მასზე

მუხლი 27მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნოტარიატის შესახებ

  • 11ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები
  • 27ნოტარიუსობის კანდიდატი
  • 12ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა

„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 6ნოტარიუსის შენაცვლება
  • 2ნოტარიუსი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 113გარდამავალი დებულებანი

დიპლომატიური სამსახურის შესახებ

  • 49გარდამავალი დებულებანი

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 29გარდამავალი დებულებები

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 28გარდამავალი დებულებანი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 79²სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა მოხელის შერჩევის ახალი წესის ამოქმედებამდე
  • 34მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილი მოთხოვნები

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 69გარდამავალი დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1134979²3411122716586269292857
მითითებამნიშვნელობით ახლოსნოტარიატის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…სააღსრულებო წარმოებათა…დიპლომატიური სამსახური…საკონსულო საქმიანობის …ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026