მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 40. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მისი მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომპეტენციის სერტიფიკატის ჩამორთმევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინური წესდების“ შესაბამისად ახდენს: ა) სააგენტო; ბ) შკიპერი; გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსთან შეთანხმებით.

3.კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება ხდება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პერიოდში, ხოლო კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერების შესახებ შემდგომი გადაწყვეტილება მიიღება მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების დროებითი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

4.სააგენტო ყველა სახის დისციპლინური გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესით“, „საზღვაო დისციპლინური წესდებით“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

5.კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებამდე მოწმდება კანდიდატის ცოდნა ამ კანონის შესაბამისად. თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომპეტენციის სერტიფიკატის ჩამორთმევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინური წესდების“ შესაბამისად ახდენს: ა) სააგენტო; ბ) შკიპერი; გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსთან შეთანხმებით. 3. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება ხდება საზღვაო ინციდენტის მოკვლევის პერიოდში, ხოლო კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებითი შეჩერების შესახებ შემდგომი გადაწყვეტილება მიიღება მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით. კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის მოქმედების დროებითი შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. 4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინური გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, „საზღვაო ინციდენტების სამსახურებრივი გამოკვლევის წესით“, „საზღვაო დისციპლინური წესდებით“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით. 5. კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის განახლებამდე მოწმდება კანდიდატის ცოდნა ამ კანონის შესაბამისად. თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
77797666¹⁸7357651193938340
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საექიმო საქმიანობის შე…საქართველოს საჰაერო კო…მაუწყებლობის შესახებსაავტორო და მომიჯნავე …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა