ლექსიკონი

კანდიდატი

2 საკანონმდებლო განმარტება · საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

კანდიდატი არის პირი, რომელიც განიხილება თანამდებობის დასაკავებლად ან მონაწილეობს არჩევნებში თანამდებობის მოპოვების მიზნით. საარჩევნო კონტექსტში კანდიდატის შესაძლებლობა, ამომრჩეველს შესთავაზოს პოლიტიკური არჩევანი, უკავშირდება საარჩევნო უფლებასა და თანაბარი პოლიტიკური კონკურენციის გარანტიებს. დანიშვნის გზით სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისას კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს თანამდებობის შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ხოლო დანიშვნის ან მასზე უარის საფუძვლები დასაბუთებული უნდა იყოს.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

კანდიდატი ზოგადი ტერმინია და მისი გამოყენება თავისთავად არ განსაზღვრავს თანამდებობის დაკავების წესს. არჩევნებში კანდიდატის შესაბამისობის საკითხი ამომრჩევლის ნებით წყდება, ხოლო დანიშვნის პროცესში მისი შესაბამისობა დადგენილ საკვალიფიკაციო კრიტერიუმებთან ფასდება.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 28 (1995)მუხ. 29 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • №2/4/153219.09.2025გადაწყვეტილება
    „30. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის უპირველესი მიზანი, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველი კანდიდატისთვის სტაჟირების ალტერნატივად 5 წლიან პროფესიულ გამოცდილებას აწესებს, წარმოადგენს გარანტიის უზრუნველყოფას, რომ პირს გააჩნია სანოტარო საქმიანობის დასაწყებად აუცილებელი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და პროფესიული ეთიკის სტანდარტები. შესაბამისად, გამოცდილების აღიარებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კანდიდატებს, რომელთა მიერ დაგროვილი გამოცდილება შინაარსობრივად თავსებადია სანოტარო ფუნქციებთან. [...] 32. საქართვე…“
  • №3/3/60017.05.2017გადაწყვეტილება
    „35. „არჩევნები, როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის განმახორციელებელი მექანიზმი, წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების განსაკუთრებულ და ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). როგორც ზემოთ აღინიშნა, არჩევნების გზით თანამდებობის დაკავება სრულად არის მი…“
  • №3/2/71701.06.2016საოქმო ჩანაწერი
    „7. სადავო ნორმით მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვის შეუქცევადი ხასიათი არ დასტურდება მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციითაც. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ბოლო წლებში მოსარჩელე რამოდენიმეჯერ მონაწილეობდა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსებში, მიუხედავად იმისა, რომ მას ყველა ჯერზე ეთქვა უარი დანიშვნაზე და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია უარის სასამართლოში გასაჩივრების მცდელობას. ამდენად, დანიშვნაზე უარის თქმის დასაბუთებულობის ან/და უარის თქმის სასამართლოში გასაჩივრების არ არსებობის პირობებშიც კი სადავო ნორმა …“
  • №3/2/58814.04.2016გადაწყვეტილება
    „29. როგორც აღინიშნა, ხელისუფლების ფორმირების პროცესში ხალხის მონაწილეობის სხვადასხვა ფორმა შეიძლება არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში კანონმდებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და მათი ფორმირების პროცესში ხალხის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მერებისა და გამგებლების პირდაპირი და საყოველთაო არჩევნები დაადგინა. კანონმდებლის მიერ მერებისა და გამგებლების არჩევნების დადგენა უკავშირდება ამ ორგანოების მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სტატუსსა და ემსახურება ხალხის წარმომადგენლობის უზრუნველყოფ…“
  • №1/1/49327.12.2010გადაწყვეტილება
    „მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობა, მიაღწიონ ცვლილებებს არჩევნების გზით: ერთი მხრივ, ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი. ამ თვალსაზრისით თითოეულს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს მთელ საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და მის შედეგებზე გავლენის მოხდენის ერთნაირი გარანტიები; ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს თუ ცალკეულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობა, ამომრჩეველს შესთავაზონ რეალური პოლიტიკური არჩევანი. კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს საკმარის გარან…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

ეკონომიკური ოპერატორი, რომელმაც განაცხადით მოითხოვა შეზღუდულ პროცედურაში, კონკურენტულ დიალოგში, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურაში, წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურაში, ინოვაციურ პარტნიორობაში ან კონკურსში მონაწილეობა ან რომელიც მასში მონაწილეობის მისაღებად იქნა მიწვეული

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

მსგავსი იურიდიული ტერმინები

წყაროები: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო