მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 41. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

არმაზ ძირკვაძე

1.სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის განსახორციელებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება.

2.2013 წლის 1 ივნისიდან ეს კანონი ვრცელდება უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც ახორციელებენ თევზჭერას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.

3.თუ პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო კომპეტენციის სერტიფიკატი მართვის დონის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად და მისი კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის ცოდნა და კომპეტენცია აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით.

4.სააგენტომ 2013 წლის 1 თებერვლიდან უზრუნველყოს მეთევზე - მეზღვაურთა შესახებ ელექტრონული ბაზის შექმნის დაწყება.

5.ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2012 წლის 29 ივნისი. №6603-რს

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის განსახორციელებლად აუცილებელი ნორმატიული აქტების მომზადება. 2. 2013 წლის 1 ივნისიდან ეს კანონი ვრცელდება უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებულ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც ახორციელებენ თევზჭერას საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. 3. თუ პირმა ამ კანონის ამოქმედებამდე მიიღო კომპეტენციის სერტიფიკატი მართვის დონის/ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად და მისი კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ პირის ცოდნა და კომპეტენცია აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. 4. სააგენტომ 2013 წლის 1 თებერვლიდან უზრუნველყოს მეთევზე - მეზღვაურთა შესახებ ელექტრონული ბაზის შექმნის დაწყება. 5. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2012 წლის 29 ივნისი. №6603-რს

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
994696834243729141
მნიშვნელობით ახლოსმეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა განათლებისა…სააღმზრდელო საქმიანობი…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…საბაჟო კონტროლის გვერდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა