საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 57. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, სერტიფიკატის შეცვლა ან გაუქმება ან სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფო ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს სერტიფიკატის მოქმედება, შეცვალოს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან შეზღუდოს სერტიფიკატით მინიჭებული უფლებები სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2.ეს გადაწყვეტილება სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფო ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს სერტიფიკატის მოქმედება, შეცვალოს ან გააუქმოს სერტიფიკატი ან შეზღუდოს სერტიფიკატით მინიჭებული უფლებები სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. ეს გადაწყვეტილება სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11  დეკემბრის კანონი  №4620  - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №22 · ძალაშია 1 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

    57-ე მუხლის პირველ ნაწილში სააგენტოს დაემატა სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვისა და სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილება, გასათვალისწინებელ მოთხოვნებს დაემატა საავიაციო უშიშროება, ხოლო წესის წყაროა სააგენტოს ნორმატიული აქტები.

  2. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    პირველ პუნქტში სერტიფიკატის შემოწმებისა და შეჩერება-შეცვლა-გაუქმების უფლებამოსილი ორგანო ადმინისტრაციის ნაცვლად სააგენტოა.

  3. პირველ ნაწილში სერტიფიკატის შემოწმებისა და მისი შეჩერების, შეცვლის ან გაუქმების უფლებამოსილება კომისიიდან ადმინისტრაციას გადაეცა.

  4. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    57-ე მუხლის პირველ პუნქტში სერტიფიკატის შემოწმებისა და შეჩერება-შეცვლა-გაუქმების უფლებამოსილი ორგანო დეპარტამენტის ნაცვლად კომისიაა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁶78777925⁸44⁷73549¹58654057
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…საექიმო საქმიანობის შე…მაუწყებლობის შესახებნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა