Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 9

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 9. კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025
თემები:საავიაციო ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პირს არა აქვს უფლება, იმუშაოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული ან დადასტურებული შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.

2.სააგენტო უფლებამოსილია დაადასტუროს გემის კაპიტნის, ოფიცრის და ამ კანონით გათვალისწინებული კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატები ამ მუხლის, კონვენციის I/2 რეგლამენტისა და STCW-ის კოდექსის A-I/2 ნაწილის შესაბამისად.

3.რადიოოპერატორის კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს, რომელიც არ არის კაპიტანი ან სავახტო თანაშემწე, გავლილი არ აქვს საბაზისო წვრთნა და არ აქვს ზედამხედველობის ქვეშ მიღებული არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი რადიოსაკომუნიკაციო მოვალეობათა შესრულებით.

4.სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს, თუ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი აღიარებულია ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.

5.დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს ცალკე დოკუმენტის სახით და მას ენიჭება უნიკალური ნომერი.

6.დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა იწურება 5 წელიწადში ან 5 წელიწადზე ნაკლებ ვადაში, დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო ან სააგენტოს ანდა მისი გამცემი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სერტიფიკატის გაუქმებისთანავე.

7.მეზღვაურის კომპეტენცია დადასტურების სერტიფიკატში მიეთითება დასადასტურებელ სერტიფიკატში მითითებულის იდენტურად.

8.დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

9.მეზღვაური, რომელიც აღიარებისთვის წარმოადგენს სერტიფიკატს, გაცემულს მართვის დონისთვის კონვენციის II/2, III/2 ან III/3 რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია იცოდეს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობა თავის ფუნქციებთან დაკავშირებით. ამგვარი ცოდნის შესახებ მოთხოვნებს სხვადასხვა რანგის მეზღვაურთათვის განსაზღვრავს და აქვეყნებს სააგენტო. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 26 ნოე. 2014
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2014-11-26
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3მუხლი 10მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 10სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება
  • 13სერტიფიკატის განახლება
  • 6მეზღვაურთა სერტიფიცირება

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 38კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დადასტურება
  • 15შეღავათის დაშვება
  • 40კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მისი მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 28საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია
  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

საზღვაო კოდექსი

  • 40—
  • 64—
  • 67—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40646710311136381540287279
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025