1.2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2.შეწყდეს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
3.2016 წლის 1 დეკემბრამდე დაკავებული სოციალური პაკეტის თანხა, აგრეთვე სოციალური პაკეტის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 აგვისტოს დადგენილება №209 – ვებგვერდი, 19.08.2013წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.

