საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

მუხლი 14. საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და საზღვაო ნავსადგურების მოქმედებათა კოორდინაცია

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.განსაცდელში მყოფი ადამიანების გადარჩენისას და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო რაიონში მყოფი სანაოსნო კომპანიების, საზღვაო ნავსადგურების, საქართველოს სამინისტროების, უწყებების და სხვა სპეციალური ქვედანაყოფების სამაშველო სამსახურების საშუალებებს და ძალებს.

2.სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო ვალდებული არიან დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროულად კორექტირების მიზნით მათი მორიგეობის განრიგის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს.

3.სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ სამინისტროებსა და ორგანიზაციებს. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3164 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ. 153 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4604 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ. 108 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №622 - სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ. 228 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრ ის კანონი №785 - სსმ I, №40, 29.

12.200 8 წ., მუხ. 253 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ. თავი IV დასკვნითი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განსაცდელში მყოფი ადამიანების გადარჩენისას და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო რაიონში მყოფი სანაოსნო კომპანიების, საზღვაო ნავსადგურების, საქართველოს სამინისტროების, უწყებების და სხვა სპეციალური ქვედანაყოფების სამაშველო სამსახურების საშუალებებს და ძალებს. 2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და სააგენტო ვალდებული არიან დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროულად კორექტირების მიზნით მათი მორიგეობის განრიგის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს. 3. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ სამინისტროებსა და ორგანიზაციებს. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3164 - სსმ I, №19, 01.06.2006წ., მუხ. 153 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4604 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ. 108 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №622 - სსმ I, №35, 05.12.2008წ., მუხ. 228 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრ ის კანონი №785 - სსმ I, №40, 29. 12.200 8 წ., მუხ. 253 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4218 - ვებგვერდი, 10.03.2011წ. თავი IV დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 16 მაი. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
62512756768394920¹111814
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო-სამაშველო სამს…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსისამართალდაცვით სფეროში…წიაღის შესახებსაქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა