საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 56. საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილება

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკრძალულია საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურება. საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ორგანიზებას.

2¹.საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ზღვის გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და რომელიც უნდა განახლდეს 6 წელიწადში ერთხელ.

3.საზღვაო ნავსადგურში განლაგებული ნავთობტერმინალის მესაკუთრე/მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის შესაბამისი აღჭურვილობის ტერმინალზე განთავსება, ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაცია და ასეთი ინციდენტის დროს სააგენტოსთან თანამშრომლობა. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4856 - სსმ I, №21, 18.06.2007 წ., მუხ.179 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №70 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.92 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4220 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კანონი №2084 – ვებგვერდი, 05.04.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკრძალულია საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურება. საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ორგანიზებას. 2 1 . საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ზღვის გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და რომელიც უნდა განახლდეს 6 წელიწადში ერთხელ. 3. საზღვაო ნავსადგურში განლაგებული ნავთობტერმინალის მესაკუთრე/მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის შესაბამისი აღჭურვილობის ტერმინალზე განთავსება, ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაცია და ასეთი ინციდენტის დროს სააგენტოსთან თანამშრომლობა. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4856 - სსმ I, №21, 18.06.2007 წ., მუხ.179 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №70 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.92 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4220 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კანონი №2084 – ვებგვერდი, 05.04.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №20 · ძალაშია 5 აპრ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 1999 – 5 აპრ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 56-ე მუხლის მე-3 პუნქტში ნავთობტერმინალის მესაკუთრის/მმართველის თანამშრომლობის ვალდებულება ახლა სააგენტოსთან არის დადგენილი.

  2. · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    56-ე მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც ნავთობ-ტერმინალის მესაკუთრეს/მმართველს აღჭურვილობის განთავსების, დაღვრის ლიკვიდაციისა და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ვალდებულებას აკისრებს.

  3. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ორგანიზებას ახლა უზრუნველყოფენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების პასუხისმგებლობის ნაცვლად.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5714169¹55595758²1154341756
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…გარემოს დაცვის შესახებსაზღვაო კოდექსისაქართველოს ზღვის, წყა…საქართველოს ადმინისტრა…ნარჩენების მართვის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა