საზღვაო კოდექსი

მუხლი 76

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სანავსადგურე ერთეული ნაოსნობის უსაფრთხოებისა და სანავსადგურე ერთეულში მომსახურების დადგენილ ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პასუხისმგებელია: ა) ნავმისადგომებთან გემების უსაფრთხო დგომის პირობების დაცვისთვის; ბ) ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამართულობისთვის; გ) სანავსადგურე ერთეულის მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობისთვის; დ) სანავსადგურე ერთეულის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების გამართულობისთვის; ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისთვის; ვ) ნავსადგურის წესების დაცვისთვის; ზ) სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე და აკვატორიაში სისუფთავისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებისთვის; თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებისთვის; ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მავნე სხვა ნივთიერებების მიღებისა და უტილიზაციისთვის; კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენისთვის; ლ) ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელებისას, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის დროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს და საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებისთვის.

2.სანავსადგურე ერთეული ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობებს ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №35 · ძალაშია 24 მაი. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 76-ე მუხლის პირველ ნაწილში პასუხისმგებელი სუბიექტი ახლა სანავსადგურე ერთეულია და ა)–ლ) პუნქტები შესაბამისად გადაკეთდა; მე-2 ნაწილშიც „საზღვაო ნავსადგური“ შეიცვალა „სანავსადგურე ერთეულით“.

  2. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  3. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011
  4. · გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    76-ე მუხლში ადმინისტრაციის ორგანიზაციული ფუნქცია შეიცვალა თავად ნავსადგურის პასუხისმგებლობით ნაოსნობის უსაფრთხოებასა და მომსახურების ნორმებთან შესაბამისობაზე; ჩამონათვალი ახლებურად არის ჩამოყალიბებული და დაემატა მე-2 ნაწილი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1410114¹⁵114⁶114³807771136323 (დ…2776
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო-სამაშველო სამს…მეზღვაურთა შრომის შესა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა