1.სანავსადგურე ერთეულში მდგომი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც არაკომერციული მიზნებისთვის გამოიყენება) კაპიტანი და სანავსადგურე ერთეულის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან, სააგენტოს დავალების შესაბამისად, სანავსადგურე ერთეულის მოთხოვნისთანავე გადასცენ მას მათი კუთვნილი მცურავი ობიექტები ან სხვა ტექნიკური საშუალებები საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისთვის.
2.სააგენტოს და სანავსადგურე ერთეულის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შესაბამის სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დასაცავად დადგენილ მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სანავსადგურე ერთეულში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისთვის.
3.ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურში წესრიგის დაცვის მოთხოვნათა დარღვევისათვის გამოიყენება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.


