Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებმუხლი 5

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

მუხლი 5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი ექვემდებარება საძიებო-სამაშველო კოორდინატორს და ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციასა და საძიებო-სამაშველო ოპერაციებს.

2.სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი ახორციელებს სადღეღამისო ოპერატიულ-სამორიგეო სამსახურს სპეციალური რადიოკავშირისა და ელექტრონული საშუალებებით, მორიგეობს რადიოეთერში და მონიტორინგს უწევს გემების მოხსენებათა სისტემაში მონაწილეობას.

3.სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო რაიონში საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების, სხვა სახელმწიფოების, სანაოსნო კომპანიებისა და საზღვაო ნავსადგურების სამაშველო ძალების მონაწილეობით ახორციელებს ზღვაში მყოფი გემის, ადამიანისა და საფრენი აპარატის ძიებასა და შველას, აგრეთვე ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.

4.სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას: ა) აგროვებს ინფორმაციას უბედური შემთხვევის შესახებ; ბ) შეიმუშავებს ძიების, შველისა და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმას; გ) ოპერაციაში მონაწილეებს აწვდის ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო და საძიებო-სამაშველო საშუალებებს და კოორდინაციას უწევს მათ; დ) ადგენს გემის საძიებო-სამაშველო ზონის საზღვრებს; ე) უბედური შემთხვევის შესახებ აცნობებს გემთმფლობელს; ვ) უბედური შემთხვევის შესახებ აცნობებს იმ საძიებო-სამაშველო ცენტრებს, რომლებსაც შესაძლებელია დახმარებისათვის მიმართოს; ზ) დახმარებას სთხოვს გემის კაპიტნებს, სამაშველო ორგანიზაციებსა და ნავსადგურების ხელმძღვანელებს; თ) ახდენს ნებისმიერი სახის გემისა და საფრენი აპარატის მობილიზებას; ი) ნიშნავს ადგილზე მოქმედების კოორდინატორს, თუ საძიებო-სამაშველო ოპერაცია წარმოებს ნავსადგურის კაპიტნის პასუხისმგებლობის ზონის გარეთ.

5.სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი შედგება ცენტრის უფროსის, მისი მოადგილის, მორიგე კოორდინატორის, მორიგე რადიოოპერატორისა და უფროსი მექანიკოსისაგან, აგრეთვე ტექნიკური პერსონალისაგან, ოპერატიული შტაბისა და ექსპერტთა ჯგუფისაგან.

6.ტე ქნიკური პერსონალი შედგება სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის საშტატო პერსონალის, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციო და საძიებო-სამაშველო მოწყობილობათა მომსახურე ტექნიკური პერსონალისაგან.

7.ოპერატიულ შტაბში შედიან საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად მოწვეული შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილი პირები, უმაღლესი საზღვაო განათლებისა და შორეული ნაოსნობის გემებზე მართვის დონეზე მუშაობის გამოცდილების მქონე საზღვაო სპეციალისტები.

8.ექსპერტთა ჯგუფს შეადგენენ მოწვეული საზღვაო სპეციალისტები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები (ინჟინრები, ჰიდრომეტეოროლოგები, ექიმები, ქიმიკოსები, მეხანძრე-მაშველები, ჰიდროლოგები, ეკოლოგები და ა. შ.).

9.ოპერატიული შტაბის წევრები და ექსპერტთა ჯგუფი არ მიეკუთვნებიან სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის საშტატო პერსონალს. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4604 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ. 108 საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6975 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივნ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
  2. 16 მაი. 2014
  3. 10 აპრ. 2007
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავთობის დაღვრის სარჩელისერვისის გვერდი
  • საზღვაო სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №10

  • 3 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 4საძიებო-სამაშველო კოორდინატორი
  • 7საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი
  • 14საქართველოს სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციებისა და საზღვაო ნავსადგურების მოქმედებათა კოორდინაცია

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 20¹საძებნ-სამაშველო მომსახურება
  • 20²უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება

საზღვაო კოდექსი

  • 321
  • 76
  • 304

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 27ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება

წიაღის შესახებ

  • 49მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

  • 12საზედამხედველო ორგანოებისა და კოორდინატორის თანამშრომლობა (მათ შორის, ინფორმაციის გაცვლა)

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 56საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
471456321763044920¹20²27125
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო-სამაშველო სამს…საქართველოს საჰაერო კო…საზღვაო კოდექსისამოქალაქო უსაფრთხოები…წიაღის შესახებფინანსურ კონგლომერატში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026