საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

მუხლი 7. საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი არის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ან მორიგე კოორდინატორი, რომელსაც ევალება: ა) მიიღოს ინფორმაცია საზღვაო ინციდენტის შესახებ და შეაფასოს იგი ავარიული სტადიების შესაბამისად; ბ) გაარკვიოს, ექსტრემალური მოქმედებისათვის აუცილებელი მოწყობილობებიდან რომელია განსაცდელში მყოფ გემზე; გ) ჰქონდეს ინფორმაცია ამინდის პროგნოზზე; დ) გაარკვიოს გემების გადაადგილება და ადგილსამყოფელი, აცნობოს მათ შესაძლო საძიებო-სამაშველო რაიონის შესახებ; ე) აღნიშნოს რუკაზე საძიებო-სამაშველო რაიონი და მიიღოს გადაწყვეტილებები საძიებო-სამაშველო მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების შესახებ; ვ) შეიმუშაოს საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის გეგმები; ზ) უცხო ქვეყნების საძიებო-სამაშველო ცენტრებთან ერთად კოორდინაცია გაუწიოს ოპერაციას; თ) ორგანიზება გაუწიოს ოპერაციაში მონაწილე პერსონალის ინსტრუქტირებას და მიიღოს მისგან ინფორმაცია; ი) შეაფასოს მიღებული ინფორმაცია და, აუცილებლობის შემთხვევაში, შესწორებები შეიტანოს შესაბამის გეგმაში; კ) განალაგოს პერსონალი საძიებო-სამაშველო ოპერაციის ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭირო სქემით; ლ) ორგანიზება გაუწიოს გადარჩენილთათვის გათვალისწინებული დახმარების საშუალებების დროულად მიწოდებას; მ) ქრონოლოგიური თანამიმდევრობითა და სიზუსტით აწარმოოს სამორიგეო ჟურნალი; ნ) შეადგინოს პატაკები; ო) კოორდინაცია გაუწიოს საძიებო-სამაშველო საშუალებების საჭიროებისამებრ გამოყენებას; პ) მოამზადოს დასკვნითი მოხსენება უბედური შემთხვევის შესახებ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივნ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
85432120¹58²3530271011107
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო-სამაშველო სამს…საქართველოს საჰაერო კო…სამოქალაქო უსაფრთხოები…საზღვაო კოდექსიფინანსურ კონგლომერატში…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა