1.სააგენტო ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის დასახლებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისა და სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭებას ციფრების ან/და ქართული ანბანის ასოების გამოყენებით.
2.გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისა და სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ან/და მასში ცვლილების შეტანა წარმოებს, თუ: ა) ობიექტს არ აქვს მინიჭებული ნომერი; ბ) მეორდება ნომერი; გ) დარღვეულია ნუმერაციის თანმიმდევრობა; დ) მოხდა გეოგრაფიული ობიექტის, ბინის ან სხვა ობიექტის დაყოფა/გაერთიანება; ე) ნომერი მინიჭებულია არასწორად.
3.ნუმერაციას ექვემდებარება: ა) მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი ან სხვა სახის ობიექტი; ბ) მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის სადარბაზო, ბინა და სხვა ფართობი.
4.დაუშვებელია ნომრის განმეორება. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ხელახალი ნუმერაცია.

