საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

მუხლი 3. ადგილწარმოშობის დასახელება და გეოგრაფიული აღნიშვნა

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 10 ოქტ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის (არეალის) სახელი ან ამ სახელის შემცველი დასახელება ან სხვა აღნიშვნა, რომელიც აღნიშნულ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც ამ გეოგრაფიული არეალიდან არის წარმოშობილი; ბ) რომლის ხარისხი ან მახასიათებლები, მთლიანად ან ძირითადად, განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული არეალის გარემოთი (ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორების ჩათვლით), რომელმაც განსაზღვრა საქონლის რეპუტაცია; გ) რომლის წარმოება, გადამუშავება და დამზადება ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში ხდება.

2.გეოგრაფიული აღნიშვნა არის აღნიშვნა, რომელიც შეიცავს გეოგრაფიული ადგილის (არეალის) სახელს ან სხვა აღნიშვნას, რომელიც ამ გეოგრაფიულ ადგილზე მიუთითებს და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად: ა) რომელიც ამ გეოგრაფიული არეალიდან არის წარმოშობილი; ბ) რომლის ხარისხი, რეპუტაცია ან სხვა მახასიათებლები, ძირითადად, მისი გეოგრაფიული წარმოშობითაა განპირობებული; გ) რომლის წარმოების ერთი ეტაპი მაინც ხორციელდება ამ გეოგრაფიული არეალის საზღვრებში.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გეოგრაფიული ადგილი (არეალი) შეიძლება შედგებოდეს ადგილისგან, რეგიონისგან ან ქვეყნის მთელი ტერიტორიისგან.

4.ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და, ტრადიციულად, კონკრეტულ ადგილას გამოიყენებოდა, საქპატენტი აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსს ანიჭებს. ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე ისეთ აღნიშვნას, რომელიც ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის შემდეგ აღარ დააკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს. ქართული გეოგრაფიული აღნიშვნისთვის აღიარებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსის მინიჭების პროცედურა განისაზღვრება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3186316158110310113630651016273
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქონლის ადგილწარმოშობ…საქართველოს სამოქალაქო…ვაზისა და ღვინის შესახ…საქართველოს საბაჟო კოდ…სასაქონლო ნიშნების შეს…გეოგრაფიული ობიექტების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა