სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

მუხლი 24. აუდიტის შედეგების რეალიზაცია

რედაქცია №29 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აუდიტის შედეგებზე დგება ანგარიში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის შედეგებზე ასევე შეიმუშაოს რეკომენდაცია. აუდიტის ანგარიში და რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარედგინება აუდიტის ობიექტს, ასევე შეიძლება წარედგინოს აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.

1¹.მიმდინარე საქმიანობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ ეცნობება აუდიტის ობიექტს. აღნიშნულის შესახებ შეიძლება ეცნობოს აგრეთვე აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი.

2.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში აუდიტის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას წინასწარი აუდიტის შედეგებზე შეიმუშაოს რეკომენდაცია და გაუგზავნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს.

3.რეკომენდაციის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა ეცნობოს 1 თვეში, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4.სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

5.სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს ინფორმაცია აუდიტის შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინაშე დასვას აუდიტის შედეგების განხილვის საკითხი და გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიებები დარღვევათა თავიდან ასაცილებლად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აუდიტის შედეგებზე დგება ანგარიში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია აუდიტის შედეგებზე ასევე შეიმუშაოს რეკომენდაცია. აუდიტის ანგარიში და რეკომენდაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარედგინება აუდიტის ობიექტს, ასევე შეიძლება წარედგინოს აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი. 1 1 . მიმდინარე საქმიანობის აუდიტის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ ეცნობება აუდიტის ობიექტს. აღნიშნულის შესახებ შეიძლება ეცნობოს აგრეთვე აუდიტის ობიექტის ზემდგომ ორგანოს ან იმ სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია აუდიტის ობიექტი. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში აუდიტის ობიექტის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას წინასწარი აუდიტის შედეგებზე შეიმუშაოს რეკომენდაცია და გაუგზავნოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს. 3. რეკომენდაციის შესაბამისად გატარებული ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა ეცნობოს 1 თვეში, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას გაუგზავნოს ინფორმაცია აუდიტის შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინაშე დასვას აუდიტის შედეგების განხილვის საკითხი და გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიებები დარღვევათა თავიდან ასაცილებლად. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6866 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1828 – ვებგვერდი, 02.07.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 აპრ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2026

    24-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომლის მიხედვითაც მიმდინარე საქმიანობის აუდიტში გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ ეცნობება აუდიტის ობიექტს, ხოლო შეიძლება ეცნობოს ზემდგომ ან ანგარიშვალდებულების ორგანოსაც.

  2. 24-ე მუხლში აუდიტის შედეგად აქტისა და ცნობის ნაცვლად დგება ანგარიში და შეიძლება შემუშავდეს რეკომენდაცია; დაემატა ღონისძიებათა შესახებ 1-თვიანი შეტყობინება და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისთვის ყოველწლიური ინფორმაცია, ხოლო მე-5 პუნქტი ახალი ფორმულირებით ჩანაცვლდა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20236276924349152250535215924
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…პერსონალურ მონაცემთა დ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…სახელმწიფო შიდა ფინანს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №29 · ბოლოს შემოწმდა