საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
მუხლი 24. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომელსაც იურიდიული პირი იყენებს იმ მუშაკთა შესაიარაღებლად, რომელთაც სამსახურის ხასიათის გამო ნებადართული აქვთ ატარონ იარაღი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ: – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს; – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს; –საქართველოს პროკურატურის მუშაკებს; – საქართველოს სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს; –სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ; – საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სახელმწიფო მოხელეებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდება; – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ატესტირებულ თანამშრომლებს ; –საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომლებს და სააღსრულებო პოლიციას. –საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებს . – საქართველოს ეროვნული ბანკის მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე პასუხისმგებელ მუშაკებს (მოლარეებსა და ინკასატორებს) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. იმ უწყებათა და თანამდებობათა ნუსხას, რომელთაც სამსახურებრივი საქმიანობის ხასიათის გამო შეიძლება მიეცეთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ადგენს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, ხოლო გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის წევრებს შეუძლიათ ჰქონდეთ, ატარონ და ისარგებლონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღით (გარდა ავტომატურისა). ეს უფლება მათ უნარჩუნდებათ დეპუტატის უფლებამოსილების გასვლის შემდეგაც. საქართველოს 1996 წლის 20 თებერვლის კანონი №114-პარლამენტის უწყებანი,№002,09.03.1996წ.,გვ.23 საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1183-პარლამენტის უწყებანი,№47-48,31.12.1997წ., გვ.114 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2267-სსმI,№38(45),04.08.1999წ.,მუხ.185 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI,№24,30.06.2000წ.,მუხ.66 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638-სსმI,№48,16.12.2000წ.,მუხ.138 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1117-სსმI,№32,07.11.2001წ.,მუხ.126 საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1823-სსმI,№32,20.12.2002წ.,მუხ.160
