იარაღის შესახებ

მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო-საბრძოლო იარაღი არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად და საბრძოლო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნების განსახორციელებლად.

2.აკრძალულია სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება (გარდა დისლოკაციის ადგილებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე.

2¹.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულება ვალდებულია მოსამსახურისთვის სამხედრო-საბრძოლო იარაღის გადაცემამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათანადო დაწესებულება უფლებამოსილია მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.

2².ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების წესი დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულების ნორმატიული აქტით.

3.სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამხედრო-საბრძოლო იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენებისა და ამ იარაღთან მოპყრობის სხვა საკითხები შეიძლება განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელმა.

4.სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალასა და ტექნიკურ დოკუმენტაციას. საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3389 - სსმ I, №5 04.03.2004 წ., მუხ.14 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №814 - სსმ I, №39 25.12.2004 წ., მუხ.193 საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3378 - სსმ I, №26 14.07.2006 წ., მუხ.206 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4270 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.429 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2988 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.154 საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1685 - ვებგვერდი, 17.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1782 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3931 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3117 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4244 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4894 – ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1325 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3517 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №701 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №768 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1143 – ვებგვერდი, 15.12.2025წ. თავი V იარაღის ბრუნვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  3. · გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21125204015934 (დ…2660155176411
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა