საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
მუხლი 26. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება
პირს, რომელიც სარგებლობს სამსახურებრივ-საშტატო იარაღით, უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი საზოგადოებრივად საშიში ხელყოფის აღსაკვეთად ან დამნაშავის შესაპყრობად. იარაღის გამოყენების ყველა შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს. ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების გადამეტებისათვის პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით.
