საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
მუხლი 35. ჯილდოდ მიღებული იარაღი
ჯილდოდ მიღებულია იარაღი, რომელიც წახალისების წესით გადაეცემა პირს განსაკუთრებული საბრძოლო, სამსახურებრივი და სპორტული დამსახურებისათვის. აკრძალულია ავტომატური იარაღის ჯილდოდ გადაცემა. იარაღით პირის დაჯილდოვების უფლება აქვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო ს , დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტი ს უფროსს და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს (სპორტული იარაღით). იარაღით დაჯილდოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი და ამტკიცებს სახელმწიფოს მეთაური. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1855-სსმI,№12(19),06.04.1999წ.,მუხ.45
