ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

მუხლი 24. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

რედაქცია №12კონსოლიდირებული · 8 მაი. 2003

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომელსაც იურიდიული პირი იყენებს იმ მუშაკთა შესაიარაღებლად, რომელთაც სამსახურის ხასიათის გამო ნებადართული აქვთ ატარონ იარაღი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ: – საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს; – საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს; –საქართველოს პროკურატურის მუშაკებს; – საქართველოს სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს; –სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ; – საქართველოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სახელმწიფო მოხელეებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდება; – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ატესტირებულ თანამშრომლებს ; –საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომლებს და სააღსრულებო პოლიციას. –საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებს . – საქართველოს ეროვნული ბანკის მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე პასუხისმგებელ მუშაკებს (მოლარეებსა და ინკასატორებს) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. იმ უწყებათა და თანამდებობათა ნუსხას, რომელთაც სამსახურებრივი საქმიანობის ხასიათის გამო შეიძლება მიეცეთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, ადგენს საქართველოს  მინისტრთა კაბინეტი და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, ხოლო გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პარლამენტის წევრებს შეუძლიათ ჰქონდეთ, ატარონ და ისარგებლონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღით (გარდა ავტომატურისა). ეს უფლება მათ უნარჩუნდებათ დეპუტატის უფლებამოსილების გასვლის შემდეგაც. საქართველოს 1996 წლის 20 თებერვლის კანონი №114-პარლამენტის უწყებანი,№002,09.03.1996წ.,გვ.23 საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონი №1183-პარლამენტის უწყებანი,№47-48,31.12.1997წ., გვ.114 საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2267-სსმI,№38(45),04.08.1999წ.,მუხ.185 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI,№24,30.06.2000წ.,მუხ.66 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №638-სსმI,№48,16.12.2000წ.,მუხ.138 საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრის კანონი №1117-სსმI,№32,07.11.2001წ.,მუხ.126 საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1823-სსმI,№32,20.12.2002წ.,მუხ.160

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 20 დეკ. 2002-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 24-ე მუხლის მეორე აბზაცის ჩამონათვალში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შემდეგ დაემატა საქართველოს პროკურატურის მუშაკები.

  2. · გამოქვეყნდა 16 დეკ. 2000
  3. 24-ე მუხლში ოთხ ადგილას ამოღებულია „რესპუბლიკის“, ხოლო საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა ჩამონათვალს დაემატა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების თანამშრომლები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91012151218²93426607415524
მნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…დაცული ტერიტორიების სი…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსი