ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

მუხლი 11. საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2001

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკრებულოს წევრისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2.საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ თანამდებობის პირებს: ა) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პარლამენტის მიერ; ბ) რომელთა დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ; გ) რომელთა არჩევა, დანიშვნა ან დამტკიცება ხდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ; დ) რომელთაც უკავიათ საქართველოს პროკურატურის, კონტროლის პალატის, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებული თანამდებობა; ე) რომელთაც უკავიათ მერიის და/ან გამგეობის ხელმძღვანელის, მათი მოადგილეების, გამგეობის და/ან მერიის იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ან მოადგილის თანამდებობა, რომელთაც დადგენილი წესით ნიშნავს შესაბამისად მერი და/ან გამგეობის თავმჯდომარე, გარდა სოფლის, თემის და იმ ქალაქის გამგებლისა (მერისა), რომელიც შედის რაიონის შემადგენლობაში.

3.საკრებულოს წევრის კანდიდატის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ხდება „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 199 8 წლის 30 სექტემბრის კანონი № 1608 – სსმI, №2, 26.10 .199 8 წ., მუხ. 18

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 26 ოქტ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 22 აგვ. 2001

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8134243405 (და…4591421251411811
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს სახალხო და…საქართველოს პარლამენტი…ადმინისტრაციული ხელშეკ…