Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 18

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 18. საარჩევნო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:23456789101112

კომისიის წევრის / ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. უს კოს თავმჯდომარეს / წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით ( გარდა უს კოში ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პარტიის მიერ დანიშნული წევრისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით ( გარდა ამ მუხლის მე -9 პუნქტითა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ): ა ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის შემთხვევაში არჩევის დღიდან 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან / და სამსახური ; ბ ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული , საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ; გ ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების ფაქტი ; დ ) თუ გამოვლინდა , რომ საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არასწორია , – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან ; ე ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში უ სკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის / წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის ან უ სკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3- ჯერ გაცდენის შემთხვევაში ; ვ ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ; ზ ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში ; თ ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის , როგორც ამომრჩევლის , სტატუსი ; ი ) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის , საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას ან „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა , შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ; კ ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში .

2.საარჩევნო კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის / დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის / დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან , რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით .

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის არჩეულ / დანიშნულ წევრს უფლებამოსილება უწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის / სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე .

4.საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის , კომისიის მდივნის , უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის თანამდებობიდან გადადგომისას : ა ) უ სკოს თავმჯდომარის , უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უმაღლეს საბჭოს ; ბ ) უ სკოს თავმჯდომარის მოადგილის , უ სკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უ სკოს ; გ ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის , კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას .

5.უ სკოს თავმჯდომარის , უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის გადადგომის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უ სკოს თავმჯდომარის , არჩეული უსკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება ამ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე .

6.უ სკოს თავმჯდომარის მოადგილე , უ სკოს მდივანი , საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე , თავმჯდომარის მოადგილე , კომისიის მდივანი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით .

7.უსკოს თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს , რაც ფორმდება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით . უ სკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უ სკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს , რაც ფორმდება უ სკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით .

8.აკრძალულია ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის , კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადაყენების , აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება .

9.პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით ( გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ზ “ და „ კ “ ქვეპუნქტებისა და ამ კანონის 21-ე მუხლისა ) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით .

10.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ - ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის , კომისიის მდივნის გადადგომის , აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს უმაღლესი საბჭო 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში . გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით , რომლითაც მოხდა აღნიშნული პირის არჩევა .

11.თუ გადადგომის / უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა , საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე , თავმჯდომარის მოადგილე , კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება , აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად , ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან .

12.აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში , კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს .

წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-01

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

მუხლი 89

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 32საუბნო
  • 13საარჩევნო
  • 19უსკოს

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 13საარჩევნო კომისიის წევრის / ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
  • 28საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა
  • 22საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის / არჩევის წესი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 43მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და შეჩერება

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 6საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1232²66437132822218932131918
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026