ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 5 (დანართი 1). სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 21 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

5.1. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება:

5.1.1. შვებულების დროს.

5.1.2. დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე.

5.1.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დასაქმებულის სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში.

5.1.4. საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევნებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5.1.5. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო  სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, მის მიერ სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლისას, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო  სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

5.1.6. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მოთავსებისას, თუ აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში,  შესაბამისი საჯარო დაწესებულებისათვის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის მომსახურების გამწევ ორგანიზაციას.

5.1.7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებით დასაქმებული პირის დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, აგრეთვე საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

5.1.8. კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე ხელშეკრულებით დასაქმებული პირის დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.

5.2. ამ ხელშეკრულების 5.1.7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირისათვის შრომის ანაზღაურების შენარჩუნების საკითხს წყვეტს შესაბამისი საჯარო დაწესებულება. სხვა საფუძვლით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უნარჩუნდება შრომის ანაზღაურება, გარდა საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში ხელშეკრულებით დასაქმებული პირის კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5.2 1 . ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, თანამდებობრივ სარგოსთან/წოდებრივ სარგოსთან ერთად უნარჩუნდება დანამატი, კვების კომპენსაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გასაცემლები.

5.3. ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 მაისის დადგენილება №212 - ვებგვერდი, 14.05.2018წ. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №482 – ვებგვერდი, 31.12.2024წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 24.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 24 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 14 მაი. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სტანდარტული ფორმების დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁵11²²11²³994631¹1099558 (და…847429305 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საჯარო სამსახურის შესა…თავდაცვის კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისაქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა