ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

მუხლი 32. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2001

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, საკრებულოების არჩევნების ჩატარებიდან 20 დღის ვადაში, თავის სხდომებზე აჯამებს პროპორციული სისტემით ასარჩევი საკრებულოების არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.

2.ოქმის პირველი ცალი ინახება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე კი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს.

3.ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და ამომრჩეველთა რაოდენობა მათში, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, აგრეთვე ყოველ შესაბამის საკრებულოს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, საკრებულოს არჩეულ წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

4.პროპორციული სისტემით ასარჩევი საკრებულოების არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ცენტრალურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 22 აგვ. 2001

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
372726252392858413578767732
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …რეფერენდუმის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საკონსტიტუ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს პარლამენტი…