Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 31

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 31. საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზიის გაუქმება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ბირჟაზე რეგისტრაცია და KYC

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია: ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია; ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; დ) თუ ლიცენზიის მფლობელი (საბროკერო კომპანია ან ცენტრალური დეპოზიტარი) გადახდისუუნარო გახდა.

2.საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტში დროებითი ადმინისტრატორი დანიშნოს. დროებით ადმინისტრატორზე შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადავიდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მმართველი ორგანოს უფლებამოსილება. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, მას არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი. დროებით ადმინისტრატორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. საქართველოს ეროვნული ბანკი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი უნდა ითვალისწინებდეს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადას, მის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს.

2¹.ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია შეიძლება გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და მის მიერ დადგენილი წესით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) თუ ცენტრალური დეპოზიტარის/საბროკერო კომპანიის აქტივები (განურჩევლად ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით; ბ) ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა.

3.საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნული დროებითი ადმინისტრატორი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მართვას და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გააუქმოს საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზია: ა) თუ ლიცენზიის მფლობელი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზედაც გაიცა ლიცენზია; ბ) თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; დ) თუ ლიცენზიის მფლობელი (საბროკერო კომპანია ან ცენტრალური დეპოზიტარი) გადახდისუუნარო გახდა. 2. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტში დროებითი ადმინისტრატორი დანიშნოს. დროებით ადმინისტრატორზე შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადავიდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტის მმართველი ორგანოს უფლებამოსილება. დროებითი ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ამასთანავე, მას არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი. დროებით ადმინისტრატორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი. საქართველოს ეროვნული ბანკი დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ეს აქტი უნდა ითვალისწინებდეს დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის ვადას, მის ვალდებულებებსა და უფლებამოსილებებს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ადმინისტრატორი ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს. 2 1 . ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია შეიძლება გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და მის მიერ დადგენილი წესით, ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) თუ ცენტრალური დეპოზიტარის/საბროკერო კომპანიის აქტივები (განურჩევლად ვადიანობისა) ვეღარ ფარავს მისივე ვალდებულებებისა და პირობითი ვალდებულებების ჯამს, განურჩევლად მათი ვადამოსულობისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით; ბ) ცენტრალური დეპოზიტარი/საბროკერო კომპანია ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შესაძლებელი იქნება ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრა. 3. საფონდო ბირჟის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან იკრძალება ყოველგვარი ოპერაციის განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნული დროებითი ადმინისტრატორი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მართვას და ყველა საჭირო ქმედებას ინვესტორთა ინტერესების დასაცავად. საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4520-სსმI, №9, 31.03.2007წ., მუხ.85 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №47 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 30შემდეგი მუხლი 31¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბირჟის ანგარიშის აღდგენა და დაბლოკვის საკითხების მოგვარება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №50

  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 20ლიცენზიის სახეები
  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება
  • 31¹საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 25ლიცენზიის გაუქმება
  • 29დროებითი ადმინისტრაცია და საკრედიტო კავშირის ლიკვიდაცია

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 9მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება
  • 37დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები
  • 4სალიცენზიო მოთხოვნები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 7საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2529204331¹7489374531431
მნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…არასაბანკო სადეპოზიტო …ნებაყოფლობითი კერძო პე…მიკრობანკების საქმიანო…საქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026