Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 31²

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 31². საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის აქტივების მათ კრედიტორებზე განაწილება და ლიკვიდაციის დასრულება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:პრივატ ბანკინგიაქტივების რეესტრის მართვაინსტიტუციური ინვესტიციაWeb3 dApp დეველოპმენტიტოკენის გაშვება და ფანდრეიზინგიბირჟაზე რეგისტრაცია და KYC

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სალიკვიდაციო მასა შედგება სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისთვის საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს, როგორც ანგარიშის მწარმოებელი ან ნომინალური მფლობელი), აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული აქტივები.

3.თუ იმ ანგარიშებზე, რომლებსაც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი თავისი კლიენტების ფასიანი ქაღალდების საკუთარი ფასიანი ქაღალდებისგან განცალკევებით აღრიცხვისთვის იყენებს, განთავსებული შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა არ არის საკმარისი საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტების ანგარიშებზე დარიცხული იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, რესტიტუციაზე კლიენტების მოთხოვნები ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროპორციით ვრცელდება აგრეთვე იდენტური კლასის იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებსაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს თავის სასარგებლოდ.

4.ლიკვიდატორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივების რესტიტუციას ახორციელებს მათი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალში ან ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშზე გადატანით. ამ მიზნით შესაბამის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან ცენტრალურ დეპოზიტარს ლიკვიდატორი შეარჩევს.

5.თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც კლიენტთა აქტივების ერთობლივი აღრიცხვისთვის გამოიყენება, არსებული აქტივების ერთობლიობა სრული რესტიტუციისთვის საკმარისი არ არის, ეს აქტივები შესაბამის კლიენტებს შორის მათი უფლებების პროპორციულად განაწილდება. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხორციელდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6.საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა სხვა მოთხოვნები სალიკვიდაციო მასიდან უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც საბროკერო კომპანიას/ცენტრალურ დეპოზიტარს შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა; ბ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივების დაკარგვის ან არამართლზომიერი განკარგვის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნები (გარდა ამ პუნქტის „გ“ და „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); გ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „დ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); დ) საბიუჯეტო დავალიანებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები); ე) სხვა მოთხოვნები საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ (გარდა ამ პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ვ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სასესხო ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ (გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ზ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სხვა ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ (გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); თ) დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნები.

7.ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ფულადი სახსრები არსებობს და წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი აქტივები (ფულადი სახსრები) (მათი არსებობის შემთხვევაში) განაწილდება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის პარტნიორებზე/აქციონერებზე მათი კუთვნილი წილების პროპორციულად.

8.თუ არსებული თანხა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სათანადო რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს.

9.ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტზე ლიკვიდაციის დასრულებამდე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

10.საქართველოს ეროვნული ბანკი სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მას სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და მისი სათანადო რეესტრიდან ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად სუბიექტის გარდაქმნისა, რა შემთხვევაშიც ლიკვიდაციის დასრულების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს გარდაქმნის რეგისტრაციის მიზნით იმავე დღეს წარედგინება.

11.გამონაკლის შემთხვევაში ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა საბროკერო კომპანიამ/ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გარდაიქმნას განსხვავებული საქმიანობის საზოგადოებად. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი VI ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილენი

რედაქციების შედარება

1. საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სალიკვიდაციო მასა შედგება სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისთვის საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის საკუთრება არ არის და მისი კლიენტის აქტივებს მიეკუთვნება (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს, როგორც ანგარიშის მწარმოებელი ან ნომინალური მფლობელი), აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული აქტივები. 3. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებსაც საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი თავისი კლიენტების ფასიანი ქაღალდების საკუთარი ფასიანი ქაღალდებისგან განცალკევებით აღრიცხვისთვის იყენებს, განთავსებული შესაბამისი კლასის ფასიანი ქაღალდების ერთობლიობა არ არის საკმარისი საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის კლიენტების ანგარიშებზე დარიცხული იმავე კლასის ფასიანი ქაღალდების სრულად რესტიტუციისთვის, რესტიტუციაზე კლიენტების მოთხოვნები ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო პროპორციით ვრცელდება აგრეთვე იდენტური კლასის იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებსაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანია/ცენტრალური დეპოზიტარი ფლობს თავის სასარგებლოდ. 4. ლიკვიდატორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივების რესტიტუციას ახორციელებს მათი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალში ან ცენტრალურ დეპოზიტარში გახსნილ ანგარიშზე გადატანით. ამ მიზნით შესაბამის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან ცენტრალურ დეპოზიტარს ლიკვიდატორი შეარჩევს. 5. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც კლიენტთა აქტივების ერთობლივი აღრიცხვისთვის გამოიყენება, არსებული აქტივების ერთობლიობა სრული რესტიტუციისთვის საკმარისი არ არის, ეს აქტივები შესაბამის კლიენტებს შორის მათი უფლებების პროპორციულად განაწილდება. დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების რესტიტუცია ხორციელდება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 6. საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა სხვა მოთხოვნები სალიკვიდაციო მასიდან უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც საბროკერო კომპანიას/ცენტრალურ დეპოზიტარს შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების შემდეგ წარმოეშვა; ბ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივების დაკარგვის ან არამართლზომიერი განკარგვის შედეგად წარმოშობილი მოთხოვნები (გარდა ამ პუნქტის „გ“ და „ე“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); გ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „დ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); დ) საბიუჯეტო დავალიანებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები); ე) სხვა მოთხოვნები საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის მიმართ (გარდა ამ პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ვ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სასესხო ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ (გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ზ) საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის სხვა ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ (გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); თ) დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნები. 7. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ფულადი სახსრები არსებობს და წინა რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი აქტივები (ფულადი სახსრები) (მათი არსებობის შემთხვევაში) განაწილდება საბროკერო კომპანიის/ცენტრალური დეპოზიტარის პარტნიორებზე/აქციონერებზე მათი კუთვნილი წილების პროპორციულად. 8. თუ არსებული თანხა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სათანადო რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად უნდა დაკმაყოფილდეს. 9. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ სუბიექტზე ლიკვიდაციის დასრულებამდე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. 10. საქართველოს ეროვნული ბანკი სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მას სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და მისი სათანადო რეესტრიდან ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად სუბიექტის გარდაქმნისა, რა შემთხვევაშიც ლიკვიდაციის დასრულების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს გარდაქმნის რეგისტრაციის მიზნით იმავე დღეს წარედგინება. 11. გამონაკლის შემთხვევაში ლიკვიდაციის პროცესში მყოფმა საბროკერო კომპანიამ/ცენტრალურმა დეპოზიტარმა შეიძლება შეიცვალოს საქმიანობის საგანი და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით გარდაიქმნას განსხვავებული საქმიანობის საზოგადოებად. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან)] საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი VI ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილენი

წინა მუხლი 31¹შემდეგი მუხლი 32

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სააქციო საზოგადოების დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბირჟაზე ტოკენის ლისტინგის მხარდაჭერა (CEX და DEX)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სიმდიდრის მართვის კონსულტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ცენტრალიზებულ კრიპტო ბირჟაზე (CEX) ანგარიშის გახსნა და ვერიფიკაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №50

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მიუთითებენ მასზე

მუხლი 31¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 31¹საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია
  • 41საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 32აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების განაწილება კრედიტორებზე და ლიკვიდაციის დასრულება
  • 75ლიკვიდაციის პროცესის წარმოება
  • 76აქტივების განაწილება

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 16სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივების განაწილება
  • 14ლიკვიდატორის უფლება-მოვალეობები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 49სალიკვიდაციო გეგმა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107⁴ლიკვიდაცია

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 39მიკრობანკის ლიკვიდაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹²კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴31¹74110¹37¹²3275763949161431²
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საინვესტიციო ფონდების …ფასიან ქაღალდებად გარდ…ნებაყოფლობითი კერძო პე…საქართველოს სისხლის სა…მიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026