Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებმუხლი 48¹

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

მუხლი 48¹. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:გადახდის მომსახურებაკრიპტო კომპლაიენსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹56

1.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმებისას (გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა, რომელიც მხოლოდ ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან/და „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მომსახურებას/მომსახურებებს ახორციელებს, და ამ კანონის 48 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა) ხდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება.

2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

3.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.

4.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებულმა პირებმა ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია საგადახდო მომსახურების პროვაიდერისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება.

4¹.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დროულად დასასრულებლად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან არსებული ის საგადახდო ანგარიშები, რომელთა მიმართაც გამოყენებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებები, ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერში აღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების ან/და უზრუნველყოფის ღონისძიებების არსებული რიგითობის დაცვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, უცვლელად გადაიტანოს სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერში, კომერციულ ბანკში ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკში.

5.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერზე ვრცელდება ამ კანონისა  და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები.

6.საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ  საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარედგინება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის რეგისტრაციის და მისი შესაბამისი რეესტრიდან ამოღების მიზნით. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1897 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 1 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ივლ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 12 ივნ. 2012 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 23 სექ. 2022

    პირველ პუნქტში გამოიყო ლიკვიდაციის გამონაკლისი „ზ“ და „თ“ მომსახურების პროვაიდერებისთვის და ამოღებულია ლიკვიდატორთან დაკავშირებულ პირზე აკრძალვა; დაემატა 4¹ პუნქტი ანგარიშების გადატანის შესახებ.

  2. 1 ივლ. 2023· გამოქვეყნდა 10 მარ. 2023
  3. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 11 იან. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 48²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • საგადახდო სერვისის პროვაიდერის სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №21

  • 3 ცვლილება · ბოლო 10 მარ. 2023
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 13მუხლი 48²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 15საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო მომსახურების განხორციელება
  • 48²საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კომერციულ ბანკად, მიკრობანკად ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გარდაქმნა
  • 13¹საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის ნებადართული საქმიანობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹²კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 48²საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა
  • 55³კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 39მიკრობანკის ლიკვიდაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 10¹მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 31¹საბროკერო კომპანიისა და ცენტრალური დეპოზიტარის ლიკვიდაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 107⁴ლიკვიდაცია

დაზღვევის შესახებ

  • 33³მზღვეველის ლიკვიდაცია

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 31აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107⁴31¹10¹33³37¹²48²55³48²131513¹313948¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…კომერციული ბანკების სა…საქართველოს ეროვნული ბ…მიკრობანკების საქმიანო…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026