საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 114¹. საქართველოს კონტინენტური შელფის, ტერიტორიული წყლების ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესახებ კანონმდებლობის დარღვევა

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის ან კონსერვაციის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

1¹.საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა, ჩადენილი: ა) 100 ტონამდე საერთო ტევადობის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ბ) 100-დან 300 ტონამდე საერთო ტევადობის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; გ) 300-დან 500 ტონამდე საერთო ტევადობის გემით − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით; დ) 500-დან 3 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; ე) 3 000-დან 5 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით; ვ) 5 000-დან 8 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით; ზ) 8 000-დან 10 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით; თ) 10 000 ტონა ან მეტი საერთო ტევადობის გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

2.საქართველოს კონტინენტური შელფის ან განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სათანადო ნებართვის გარეშე გამოკვლევა, დაზვერვა ან მისი ბუნებრივი სიმდიდრის დამუშავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 75 000 ლარით. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1625 – სსმ I, №23, 24.07.2002წ., მუხ.112 საქართველოს 2019 წლის 12 დეკემბრის კანონი №5546 – ვებგვერდი, 13.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №443 · ძალაშია 13 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 1984 – 7 აგვ. 2002 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002

    დაემატა კონტინენტური შელფისა და ეკონომიკური ზონის რეჟიმის დარღვევის ახალი სამართალდარღვევა: 50000 ლარი (1-ლი ნაწილი) და 75000 ლარი (მე-2 ნაწილი).

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
296431539268268¹114²86¹113¹19113213113529114¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ადმინისტრაციული სახდელ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სივრცის და…საქართველოს საზღვაო სი…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა