სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

მუხლი 9. საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეები

რედაქცია №7კონსოლიდირებული · 27 აპრ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს დაზვერვის სისტემაში მუშაობენ ის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პერსონალი, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული ამ კანონით განსაზღვრული ამოცანების გადაწყვეტასთან.

2.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო სამსახურში სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები.

3.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხონ აგრეთვე საქართველოს ის მოქალაქეებიც, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებულნი არიან სამხედრო ვალდებულების მოხდისგან (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლებული პირებისა), თუ იქნება ამ უკანასკნელთა თანხმობა.

4.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და სარგებლობენ საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეთათვის გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით.

5.საქართველოს დაზვერვის სისტემის სამოქალაქო პერსონალის შრომითი საქმიანობა წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

6.საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეს, რომელიც საიდუმლოდ მსახურობს სხვა დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (დაზვერვის სისტემის კადრში დატოვებით), სამსახურის ეს პერიოდი ეთვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში.

7.საქართველოს დაზვერვის სისტემის მოსამსახურეებს ეკრძალებათ გაფიცვების მოწყობა და/ან მასში მონაწილეობა, ღია წესით შეთავსებით მუშაობა სხვა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 2 ივნ. 2004 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1072101130¹5011273032119
მნიშვნელობით ახლოსსადაზვერვო საქმიანობის…საქართველოს დაზვერვის …თავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს შინაგან სა…