ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 16. ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიის მოქმედების მაქსიმალური ვადაა 25 წელი. მხარეები ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციების ვადებს განსაზღვრავენ დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ფარგლებში.

2.ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება დაიშვება ინვესტორის ინიციატივით იმ ვადით, რომელიც აუცილებელი და საკმარისია ნავთობისა და გაზის ეკონომიურად და რაციონალურად მოპოვების, გამოყენებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად. თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია 25-წლიანი ვადის გასვლამდე, იგი შეიძლება გაგრძელდეს დროებით, მაგრამ არა უმეტეს ხუთი წლისა.

3.ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების წესი და პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება.

4.ხელშეკრულებისა და ლიცენზიის პირობები არ მოქმედებს, თუ ადგილი აქვს ფორსმაჟორს. ხელშეკრულების პირობების ფორსმაჟორით გამოწვეული შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, ფორსმაჟორის არსებობის პერიოდი, ხელშეკრულების პირობების დაგვიანებით შესრულების გამო მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო პერიოდთან ერთად, დაემატება ხელშეკრულების მოქმედების ვადას. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 29 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 20 მარ. 2001 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
229¹191230⁴197165¹96²496 (და…2016
მნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…წყლის რესურსების მართვ…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სისხლის სა…ადმინისტრაციული ხელშეკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა