Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანავთობისა და გაზის შესახებმუხლი 12

ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 12. ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების პირობები

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025
თემები:სამშენებლო ნებართვებიენერგიის წარმოებადაბინძურების კონტროლიტრანსსასაზღვრო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²234

1.სააგენტოსა და ინვესტორს შორის დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს: ა) ხელშეკრულების ვადის დაყოფას კვლევისა და პროდუქციის წარმოების პერიოდებად; ბ) წინასწარ შეთანხმებული სამუშაოების (სეისმური კვლევები, ჭაბურღილების ბურღვა და სხვა) მინიმალურ მოცულობას და დასახარჯი თანხის ოდენობას; გ) ხარჯების ანაზღაურებისა და პროდუქციის განაწილების პირობებს; დ) ნავთობისა და გაზის საბაზრო ფასისა და საკომპენსაციო ნავთობის ღირებულების განსაზღვრის წესს; ე) მოპოვებულ ნავთობსა და გაზზე საკუთრების უფლებას; ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად შექმნილი საოპერაციო კომპანიის იურიდიულ სტატუსს, ფუნქციებსა და მოვალეობებს; ზ) ბონუსების განსაზღვრას, ბონუსის და სხვა გადასახადების გადახდის პირობებს; თ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და შეფასების პროექტების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს; ი) ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და შეფასების სამუშაოების მინიმალური მოცულობების შესრულების ვალდებულებას და მისი გადასინჯვის წესს; კ) ფართობის შეკვეცის ვალდებულებას; ლ) ნავთობისა და გაზის საბადოთა მოწყობისა და დამუშავების პროექტების ან/და ტექნოლოგიური სქემების, საერთო და წლიურ სამუშაოთა პროგრამების შედგენის და დაფინანსების ვადებსა და წესებს; მ) ნავთობისა და გაზის მოპოვების შეთანხმებულ მოცულობას, რომელიც შემდეგ დაზუსტდება დამტკიცებული ტექნოლოგიური სქემის ან პროექტის შესაბამისად, აგრეთვე ვალდებულებებს საბადოთა მოწყობის სამუშაოების მინიმალური მოცულობის შესახებ, მოპოვებისა და ჭაბურღილების ექსპლუატაციის დაწყების, აგრეთვე სხვა სამუშაოთა შესრულების ვადებს; ნ) თანმდევი გაზის გამოყენების ვალდებულებას; ო) ნედლეულის ტრანსპორტირების პირობებს; პ) საბადოთა ათვისების თავისებურებებს; ჟ) ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის შექმნილ და გამოყენებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას; რ) წიაღით სარგებლობისას მიღებულ (მოპოვებულ) გეოლოგიურ ინფორმაციაზე საკუთრების უფლებას; ს) წარმოების ნარჩენების, წიაღისეული და ჩამდინარე წყლების წიაღში ჩაშვების სახეებს, მოცულობებს და სათანადო სამუშაოთა განხორციელების პირობებს; ტ) გარემოსა და ობიექტების საწარმოო უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს; უ) საერთო ინფრასტრუქტურის ობიექტების გამოყენების წესებსა და პირობებს; ფ) ხელშეკრულების პირობებისა და ლიცენზიით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლის მექანიზმს; ქ) სალიკვიდაციო სამუშაოთა ჩატარების პირობებს; ღ) დაზღვევის პირობებს; ყ) ფორსმაჟორის შემთხვევაში შესასრულებელ მოვალეობებს; შ) დავათა განხილვის წესს; ჩ) გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენის წესებს; ც) წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის მარაგების ოდენობის განსაზღვრის, მოპოვებული, წიაღში დარჩენილი და დაკარგული ნავთობისა და გაზის ოდენობის და ხარისხის აღრიცხვის წესებს; ძ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის თავისებურებებს; წ) ინვესტორის მიერ რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებას.

1¹.ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ითვალისწინებს ჩასატარებელი კონკრეტული სამუშაოების თავისებურებებს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

1².ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს სახელმწიფოს სახელით ფინანსური ან/და ქონებრივი ვალდებულების აღებას, რომელიც სცილდება ამ კანონის რეგულირების სფეროს.

2.ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, თუ ამ ცვლილებებით არ ირღვევა ხელშეკრულების და შესაბამისი ლიცენზიის პირობები.

3.თუ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო აქტებით შეიცვლება ან დადგინდება პირობები, რომლებიც გააუარესებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების სუბიექტის ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები, რის შედეგადაც ეს სუბიექტი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას, რათა არ მოხდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი ეკონომიკური პირობების გაუარესება. გამონაკლისს წარმოადგენს გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილებები.

4.ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით (საქმიანობით) მოპოვებული ნავთობი და გაზი სახელმწიფოს და ინვესტორის საკუთრებაა. საქართველოს 1999 წლი 9 სექტემბრის კანონი №2392-სსმI, №43(50), 21.09.1999წ., მუხ.225 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4682 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 12 აპრ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2011

    მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „წ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს ინვესტორის მიერ რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებას.

  2. 3 იან. 2007

    12-ე მუხლის ლ) ქვეპუნქტიდან ამოღებულია „მათი“, ჟ) ქვეპუნქტში „უფლებებს“ შეიცვალა „უფლებას“-ით, ფ) ქვეპუნქტში კი „პირობების“ შეიცვალა „პირობებისა“-ით და ამოღებულია „განხორციელების“. ცვლილებები ფორმულირებას ეხება.

  3. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    მე-12 მუხლის პირველ პუნქტში მხარედ კომისია დასახელდა, „დ“ ქვეპუნქტს საკომპენსაციო ნავთობის ღირებულება დაემატა, დაემატა 1¹ და 1² პუნქტები; მე-2 პუნქტიდან ამოღებულია სააგენტოს თანხმობის წესი, ხოლო მე-4 პუნქტში ლიცენზიის სახეობა შეიცვალა.

  4. 21 სექ. 1999

    12-ე მუხლის მე-4 პუნქტში საკუთრების წესი უკავშირდება ხელშეკრულებას ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემულ ლიცენზიას და ოპერაციებით (საქმიანობით) მოპოვებულ ნავთობსა და გაზს; გადასახადების გადახდის შემდეგ მოპოვების ფორმულირება ტექსტში აღარ არის.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნავთობისა და გაზის სამართალი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნავთობისა და გაზის სამართალისერვისის გვერდი
  • ნავთობისა და გაზის წარმოებასერვისის გვერდი
  • ხელშეკრულებები თურქულ კომპანიებთანსერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №33

  • 4 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2011
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 10ინვესტორისთვის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებების მინიჭების პროცედურა
  • 24ინვესტორის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა
  • 14სარისკო მომსახურების ხელშეკრულება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
  • 29მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება
  • 5მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 100საშეღავათო პირობები ბუნებრივი გაზის ახალი ინფრასტრუქტურისთვის
  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 40ბუნებრივი გაზის მწარმოებლის უფლებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 96²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 5¹ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობები, სტრუქტურა და გადახდის წესი

წიაღის შესახებ

  • 42სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების ძირითადი მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1024145¹96²423295100414012
მნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ადმინისტრა…რეგულირების საფასურის …წიაღის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026