წყლის რესურსების მართვის შესახებ

მუხლი 20. სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის მოქმედების ვადა

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2.ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, შესაბამისი მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის გათვალისწინებით, გაიცემა: ა) საირიგაციო სისტემების წყალსარგებლობისთვის − არაუმეტეს 25 წლის ვადით; ბ) მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგებისთვის − არაუმეტეს 30 წლის ვადით; გ) ჰიდროელექტროსადგურისა და თბოელექტროსადგურის წყალსარგებლობისთვის − არაუმეტეს 49 წლის ვადით (სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით).

3.წყალსარგებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია სახელმწიფო მონიტორინგის არანაკლებ ბოლო 10 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, კლიმატის ცვლილების ფონზე წყლის რაოდენობრივი მაჩვენებლების ბუნებრივი პირობებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, გადახედოს გაცემული წყალსარგებლობის ნებართვას და შეიტანოს მასში ცვლილება. თავი V წყლის რესურსების მართვის სისტემა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა, შესაბამისი მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის გათვალისწინებით, გაიცემა: ა) საირიგაციო სისტემების წყალსარგებლობისთვის − არაუმეტეს 25 წლის ვადით; ბ) მოსახლეობის სასმელი წყლით წყალმომარაგებისთვის − არაუმეტეს 30 წლის ვადით; გ) ჰიდროელექტროსადგურისა და თბოელექტროსადგურის წყალსარგებლობისთვის − არაუმეტეს 49 წლის ვადით (სახელმწიფოსთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის მიხედვით). 3. წყალსარგებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია სახელმწიფო მონიტორინგის არანაკლებ ბოლო 10 წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, კლიმატის ცვლილების ფონზე წყლის რაოდენობრივი მაჩვენებლების ბუნებრივი პირობებით გამოწვეული მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, გადახედოს გაცემული წყალსარგებლობის ნებართვას და შეიტანოს მასში ცვლილება. თავი V წყლის რესურსების მართვის სისტემა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 ივლ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
291325³5⁶14 (დ…112372313301637171820
მითითებამნიშვნელობით ახლოსწყლის რესურსების მართვ…გარემოსდაცვითი შეფასებ…სამრეწველო ემისიების შ…საავტომობილო ტრანსპორტ…აკვაკულტურის შესახებსაქართველოში ბინადრობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა