Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაელექტრონული კომუნიკაციების შესახებმუხლი 49

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

მუხლი 49. ლიცენზია, ლიცენზიის მოქმედების ვადა

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:ტელეკომუნიკაციებიტელეკომუნიკაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹456

1.კომისია გასცემს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას.

2.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს აუქციონის ან კონკურსის წესით, ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების შესაბამისად.

3.ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით.

3¹.ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსი გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსის ოპტიმალური და ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით.

4.ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.

5.ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში: ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს; ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით; ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

6.კონკურსის წესით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის ლიცენზიის მფლობელი იხდის სათანადო საფასურს, რომლის ოდენობას ადგენს კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე სალიცენზიო მოსაკრებელს. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006 წ., მუხ.310 საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5546– ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 201 4 წლის 20 თებერვლის კანონი №2039 - ვებგვერდი, 27.02.2014წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი 460 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 17 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 აპრ. 2025
  2. 26 აგვ. 2014· გამოქვეყნდა 12 აგვ. 2014
  3. 27 თებ. 2014

    49-ე მუხლის მე-2 პუნქტში ლიცენზიის გაცემის წესს აუქციონთან ერთად დაემატა კონკურსი და ამოღებულია აუქციონის დებულების შინაარსის აღწერა, ხოლო ახალი მე-6 პუნქტი მე-5 პუნქტის წესს კონკურსით გაცემული ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე არ ავრცელებს.

  4. 1 თებ. 2012· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2011

    49-ე მუხლში ყველა მითითება ნუმერაციის რესურსზე ამოღებულია, ამიტომ ლიცენზია, აუქციონი და ვადის გაგრძელების საფასური მხოლოდ რადიოსიხშირულ სპექტრს ეხება. მე-2 პუნქტში დაემატა მითითება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონზე, მე-4 პუნქტში კი „პირი“ შეიცვალა „ლიცენზიის მფლობელით“.

  5. 16 მაი. 2011· გამოქვეყნდა 2 მაი. 2011

    დაემატა 3¹ პუნქტი, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აკისრებს ამოწურვადი რესურსის პირობების შესაბამისად, ოპტიმალურად და ეფექტიანად გამოყენების ვალდებულებას.

  6. 13 დეკ. 2006

    49-ე მუხლში ვადის გაგრძელების განცხადება 1 თვით ადრე უნდა შეიტანონ, ხოლო გაგრძელების საფასურის განსაზღვრის წესი ახლებურად, „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებად ჩამოყალიბდა და ბაზისი ბოლო 2 წლის აუქციონებია.

  7. 18 იან. 2006

    49-ე მუხლში ლიცენზია გაიცემა მხოლოდ აუქციონით, ამოღებულია ორჯერ შეჩერების გამო გაგრძელებაზე უარის წესი, ხოლო გაგრძელების საფასური ახლა აუქციონთა საშუალო არითმეტიკულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 48შემდეგი მუხლი 50

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიასერვისის გვერდი
  • სიხშირული სპექტრის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • სპექტრის განაწილებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №50

  • 7 ცვლილება · ბოლო 17 აპრ. 2025
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 47¹მუხლი 47²მუხლი 47³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 52ლიცენზიის აუქციონის საფუძველზე გაცემა
  • 50ლიცენზიის მიღების საფუძველი
  • 52¹ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

მაუწყებლობის შესახებ

  • 39მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ვადა
  • 74ლიცენზიის გაუქმება
  • 43ლიცენზიის გასაცემად კონკურსის ჩატარების წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 19სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა
  • 39სარგებლობის ლიცენზიების გარდამავალი რეგულირება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 13ლიცენზიების გაცემა
  • 15ლიცენზიის მოქმედება დროსა და სივრცეში

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 4ლიცენზია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
416193947¹47²47³525052¹397443131549
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…მაუწყებლობის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…ენერგეტიკისა და წყალმო…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026