Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 154

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 154. სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სამხედრო პოლიციის თანამშრომელს.

2.სამხედრო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, მართლწესრიგის დასაცავად გამოიყენოს პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები.

3.პასიური სპეციალური საშუალება უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. პასიური სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.

4.აქტიური სპეციალური საშუალება პირს მოკლე ვადით უსპობს სამხედრო პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეხმარება მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში. აქტიური სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება შემდეგნაირად: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ან გაქცევას ცდილობს; დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას; იმ პირის მიმართ, რომელსაც საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას; ბ) სპეციალური ხელკეტი − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი ან მართლწესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი არ ემორჩილება სამხედრო პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევების აღსაკვეთად; გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევების აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს; დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა − სახელმწიფო ობიექტზე ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება; ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება − სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და მისი მოქმედება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან თუ ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად; ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება; ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება − მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ობიექტზე ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად; თ) სპეციალური საღებავი − დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად; ი) სასამსახურო ძაღლი − მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; კ) სასამსახურო ცხენი − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, პატრულირებისას, მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად; ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მ) შესაბოჭი ბადე − სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად.

5.სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ასეთი შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე.

6.თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა  თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს უნდა აცნობოს.

7.სამხედრო პოლიციის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №698 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ სამხედრო პოლიციის თანამშრომელს. 2. სამხედრო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, მართლწესრიგის დასაცავად გამოიყენოს პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები. 3. პასიური სპეციალური საშუალება უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. პასიური სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები. 4. აქტიური სპეციალური საშუალება პირს მოკლე ვადით უსპობს სამხედრო პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ეხმარება მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში. აქტიური სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება შემდეგნაირად: ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს სამხედრო პოლიციის თანამშრომელს ან გაქცევას ცდილობს; დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას; იმ პირის მიმართ, რომელსაც საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას; ბ) სპეციალური ხელკეტი − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი ან მართლწესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი არ ემორჩილება სამხედრო პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევების აღსაკვეთად; გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევების აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს; დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა − სახელმწიფო ობიექტზე ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება; ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება − სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და მისი მოქმედება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან თუ ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად; ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება; ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება − მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ობიექტზე ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, თუ მისმა მძღოლმა არ შეასრულა სამხედრო პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად; თ) სპეციალური საღებავი − დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად; ი) სასამსახურო ძაღლი − მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას, პირზე ან/და სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; კ) სასამსახურო ცხენი − დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, პატრულირებისას, მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად; ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა − პირზე, სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მ) შესაბოჭი ბადე − სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად. 5. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელს, პროკურორსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ასეთი შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე. [ 5. სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს შეატყობინოს დაუყოვნებლივ, ხოლო თუ ასეთი შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის მისთვის დაკისრებული ფუნქციის შესრულებას − პირველი შესაძლებლობისთანავე. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 6. თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა  თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს უნდა აცნობოს. 7. სამხედრო პოლიციის განკარგულებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტებით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №698 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
წინა მუხლი 153შემდეგი მუხლი 155

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-25
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 25სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 33სპეციალური საშუალებების გამოყენება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 14სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება
  • 12სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 11სპეციალური საშუალებების გამოყენება
  • 9ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 63სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 22სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁴ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 34არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3⁵—

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 9სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11914⁴2214129333⁵342563154
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებსახელმწიფო დაცვის სპეც…ფინანსური პოლიციის შეს…პენიტენციური კოდექსიკერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026