Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკერძო დაცვითი საქმიანობის შესახებმუხლი 22

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 22. სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური იძულების გამოყენება

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი: ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ან შეიძლება გაუწიოს მცველს ან ცდილობს გაქცევას; ბ) რეზინის ხელკეტი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება მცველის კანონიერ მოთხოვნას; გ) ცრემლსადენი გაზი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით; დ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას; ე) წყალსატყორცნი – დაცვის ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად; ვ) სასამსახურო ძაღლი – დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.

2.მცველი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, თუ ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა.

3.დაუშვებელია მცველის მიერ ფიზიკური იძულების ან/და სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ან შესაძლებლობის შეზღუდვის აშკარა ნიშნის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი შეიარაღებულ თავდასხმას ახორციელებს ან მცველს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს, რაც საფრთხეს უქმნის მცველის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.

4.მცველს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და სხვა საერთაშორისო აქტებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

რედაქციების შედარება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მცველს უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, სატრანსპორტო საშუალება, წყალსატყორცნი, სასამსახურო ძაღლი: ა) ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ან შეიძლება გაუწიოს მცველს ან ცდილობს გაქცევას; ბ) რეზინის ხელკეტი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი აშკარად არ ემორჩილება მცველის კანონიერ მოთხოვნას; გ) ცრემლსადენი გაზი – პიროვნებაზე, მცველზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით; დ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას; ე) წყალსატყორცნი – დაცვის ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად; ვ) სასამსახურო ძაღლი – დაცვის ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად. 2. მცველი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს, თუ ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირი დაიჭრა ან დაზიანდა. 3. დაუშვებელია მცველის მიერაკრძალულია ფიზიკური იძულების ან/დაან სპეციალური საშუალების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, ხანდაზმულობის ანმცირეწლოვნობის, შესაძლებლობისინვალიდობის, შეზღუდვისხანდაზმულობის აშკარა ნიშნისნიშნების მქონე პირისპირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა,შემთხვევის როდესაცგარდა, ესროდესაც პირიისინი შეიარაღებულშეიარაღებულნი თავდასხმასესხმიან ახორციელებსთავს ან მცველს შეიარაღებულშეიარაღებულნი წინააღმდეგობას უწევს,უწევენ მცველს, რაც საფრთხეს უქმნის მცველისპიროვნების ან სხვა პირისმცველის სიცოცხლესსიცოცხლესა ან/დადა ჯანმრთელობას, თუ ასეთისხვაგვარი თავდასხმისხერხებითა სხვადა ხერხითასაშუალებებით დაასეთი საშუალებითთავდასხმის მოგერიება შეუძლებელია. 4. მცველს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და სხვა საერთაშორისო აქტებით. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №848 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 ივლ. 2025
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №7

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-03
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 14სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება
  • 12სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 11სპეციალური საშუალებების გამოყენება
  • 9ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 63სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი

თავდაცვის კოდექსი

  • 154სპეციალური საშუალების გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 25სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁴ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

პოლიციის შესახებ

  • 33სპეციალური საშუალებების გამოყენება
  • 31იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3⁵—

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 34არასრულწლოვნის წინააღმდეგ ძალის, სპეციალური საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეზღუდვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11914⁴8141233313⁵34251546322
მითითებამნიშვნელობით ახლოსკერძო დაცვითი საქმიანო…სახელმწიფო დაცვის სპეც…ფინანსური პოლიციის შეს…პენიტენციური კოდექსითავდაცვის კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025