Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასააღსრულებო წარმოებათა შესახებმუხლი 14²⁹

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14²⁹. აღსრულების პოლიციელის შვებულება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.აღსრულების პოლიციელისთვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) ანაზღაურებისგარეშე; გ) სასწავლო; დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2.აღსრულების პოლიციელს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის განმავლობაში, 24 სამუშაო დღის ოდენობით.

3.აღსრულების პოლიციელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით, მისი დასაბუთებული შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში აღსრულების პოლიციელს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს.

4.თანამდებობაზე ახალდანიშნული აღსრულების პოლიციელის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება მის მიერ ნამსახურები დღეების პროპორციულად: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან ყოველ სრულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს 24 სამუშაო დღისა.

5.აღსრულების პოლიციელის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანაზღაურდება.

6.აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს.

7.აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, აღსრულების პოლიციაში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს.

8.პროფესიული განვითარების მიზნით აღსრულების პოლიციელს 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვის ვადით. თუ აღსრულების პოლიციელს ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას შვებულებასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უნაზღაურდება.

9.აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებები ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს.

10.აღსრულების პოლიციელების შვებულებაში გასვლის რიგითობას განსაზღვრავს აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

11.სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია აღსრულების პოლიციელის შვებულების (გარდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა) შეწყვეტა და მისი გამოძახება სამსახურის გასაგრძელებლად. გამოძახებულ აღსრულების პოლიციელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება აუნაზღაურდეს ტრანსპორტირების ხარჯები. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

წინა მუხლი 14²⁸შემდეგი მუხლი 14³

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-10-13 · №133

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14³⁰აღსრულების პოლიციელის შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო
  • 14²⁵აღსრულების პოლიციაში სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა
  • 14²⁸აღსრულების პოლიციელის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა

პოლიციის შესახებ

  • 53პოლიციელის შვებულება

პენიტენციური კოდექსი

  • 23მოსამსახურის შვებულება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11¹⁴მოსამსახურის შვებულებები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 50მოსამსახურის შვებულება

თავდაცვის კოდექსი

  • 81შვებულება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 23პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 62მოხელის შვებულება
  • 64მოხელის შვებულებები ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 31შვებულების ხანგრძლივობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2314³⁰14²⁵14²⁸11¹⁴3153626450812314²⁹
მნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…სამოქალაქო უსაფრთხოები…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026