სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14³¹. სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების შესრულება

რედაქცია №133 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების პოლიციელის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის აღსრულების პოლიციის ნორმალურ ფუნქციონირებას, უფლებამოსილია: ა) სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები დააკისროს/გადაუნაწილოს სხვა აღსრულების პოლიციელს/აღსრულების პოლიციელებს მისი/მათი საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების გარეშე; ბ) სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები დააკისროს სხვა აღსრულების პოლიციელს და ის გაათავისუფლოს საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან.

2.აღსრულების პოლიციელს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეასრულოს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობები კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობების კალენდარული წლის განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შესაძლებელია მისი შემცვლელი აღსრულების პოლიციელის თანხმობით.

3.აღსრულების პოლიციელს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა სახელფასო დანამატი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი ოდენობით.

4.აღსრულების პოლიციელს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის მოვალეობებს, ეძლევა სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგო, თუ ის აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში დროებით არმყოფი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი აღსრულების პოლიციელის თანამდებობრივ სარგოზე ნაკლებია, შემცვლელ აღსრულების პოლიციელს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ნოე. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14³⁵14²14²⁹11¹⁷4039¹52503037401814³¹
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…პენიტენციური კოდექსისააღსრულებო წარმოებათა…საჯარო დაწესებულებაში …საჯარო სამსახურის შესა…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №133 · ბოლოს შემოწმდა