სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 14⁹. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026
თემები:თეატრი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა იმ ფიზიკურ პირზე: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმოთხოვნებს; ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე; გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; დ) რომელიც განთავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან ან ნოტარიუსის თანამდებობიდან ანდა რომელსაც შეუწყდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო; ე) რომლის საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად; ვ) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი, ადვოკატი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორია; თ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სააღსრულებო საქმიანობის უფლება; ი) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი.

2.კერძო აღმასრულებელი არ შეიძლება იყოს არბიტრაჟის წევრი. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა იმ ფიზიკურ პირზე: ა) რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის 14 8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმოთხოვნებს; ბ) რომელიც ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე; გ) რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; დ) რომელიც განთავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან ან ნოტარიუსის თანამდებობიდან ანდა რომელსაც შეუწყდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო; ე) რომლის საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად; ვ) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია, გარდა ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი, ადვოკატი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორია; თ) რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სააღსრულებო საქმიანობის უფლება; ი) რომელსაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 14 14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი. 2. კერძო აღმასრულებელი არ შეიძლება იყოს არბიტრაჟის წევრი. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6255 – ვებგვერდი, 06.0 6 . 2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 1 სექ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14⁹ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებში ლიცენზიის გამუქმებელი ორგანო იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად აღსრულების ეროვნული ბიუროა.

  2. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    ლიცენზიის გაცემაზე უარის საფუძვლებს დაემატა ბიუროს თანამშრომელი და სტაჟიორი, ასევე ლიცენზიის გაუქმებიდან 1 წლის ვადა.

  3. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    14⁹ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი 14¹⁴ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

  4. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2008

    14⁹ მუხლი ადგენს ლიცენზიის გაცემაზე უარის საფუძვლებს და კერძო აღმასრულებლის არბიტრაჟის წევრობასთან შეუთავსებლობას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
182²14¹⁴14⁸14¹⁰14¹³711272527¹22141714⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…დაზღვევის შესახებკერძო დაცვითი საქმიანო…ლიცენზიებისა და ნებართ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა