Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაზღვევის შესახებმუხლი 27¹

დაზღვევის შესახებ

მუხლი 27¹. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:დაზღვევარისკების მართვაადმინისტრაციული და მარეგულირებელი დანაშაულებისამთავრობო ქმედებებიფინანსური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ სამსახურის გადაწყვეტილებით: ა) სადაზღვევო ორგანიზაციის თხოვნის საფუძველზე, როდესაც ლიცენზიის მფლობელი წერილობით მიმართავს სამსახურს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე; ბ) სამსახურის მიერ დადგენილი ეკონომიკური ლიმიტებისა და ნორმატივების სისტემატურად დარღვევის შემთხვევაში; გ) თუ მზღვეველმა არ შეასრულა ამ კანონის 22-ე მუხლის 5 1 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა; დ) თუ მზღვეველი ეწევა ან ეწეოდა მისი ფინანსური მდგომარეობისათვის საფრთხის შემქმნელ ან არაჯანსაღ სადაზღვევო პრაქტიკას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის დამზღვევებს/დაზღვეულებს; ე) თუ მზღვეველი გადახდისუუნაროა.

2.ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა) საქმიანობას წყვეტს, თუ: ა) ხდება საქართველოს სადაზღვევო კანონმდებლობის უხეში და სისტემატური დარღვევა; ბ) მისმა დამფუძნებელმა სადაზღვევო ორგანიზაციამ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებიდან უმოკლეს ვადაში ეცნობება სამსახურს; გ) მის დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას ან გადამზღვეველ კომპანიას რეგისტრაციის ქვეყანაში ჩამოერთვა სადაზღვევო საქმიანობის უფლება, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს; დ) მისი დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის ან გადამზღვეველი კომპანიის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოება ან სხვა საფუძვლით დაიწყო მისი ლიკვიდაცია, რის შესახებაც ფილიალი (წარმომადგენლობა) ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურს.

3.სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ან ამ კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მზღვეველს უფლება არა აქვს, განახორციელოს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული სადაზღვევო საქმიანობა, გარდა იმ ვალდებულებების შესრულებისა, რომლებიც მას ადრე ჰქონდა აღებული დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, მისი მოქმედების ვადის გასვლამდე.

4.მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში აბარებს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას სამსახურს.

5.მზღვეველის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებიდან იწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი ამ კანონის, სხვა კანონებისა და სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად . საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 17 ივნ. 2016
  2. 15 აპრ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013
  3. 1 მარ. 2010· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • რისკის შემცირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რისკის შემცირების სტრატეგიები6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზირების დარღვევები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ლიცენზიის უარყოფის გასაჩივრება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №37

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2016-06-17
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 2მუხლი 22

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაზღვევის შესახებ

  • 25უარი ლიცენზიის გაცემაზე
  • 22სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება
  • 33³მზღვეველის ლიკვიდაცია

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14¹⁴სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 25ლიცენზიის გაუქმება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 8ლიცენზიის გაუქმების საფუძვლები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 48ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების და საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პირობები

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 16ლიცენზიის გაუქმება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 81საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 7საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

იარაღის შესახებ

  • 27ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმება ან გაუცემლობა

მაუწყებლობის შესახებ

  • 74ლიცენზიის გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25162714¹⁴82222533³747814827¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაზღვევის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…არასაბანკო სადეპოზიტო …კერძო დაცვითი საქმიანო…ნებაყოფლობითი კერძო პე…სამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026