Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 17

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 17. საპენსიო კომპანიისთვის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურის მიერ საპენსიო კომპანიისთვის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლებია: ა) ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს; ბ) საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ან ხელმძღვანელი ორგანოს წევრები არ აკმაყოფილებენ შესაფერისობის კრიტერიუმებს ან არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, განავითარონ და განსაზღვრონ საპენსიო სქემების საინვესტიციო სტრატეგია, რომელსაც აქტივების მმართველი კომპანიები და მზღვეველები განახორციელებენ; გ) საპენსიო კომპანიის მიერ შერჩეული აქტივების მმართველი კომპანია ან მზღვეველი, მათ შორის, უცხოური აქტივების მმართველი კომპანია ან უცხოური სადაზღვევო ორგანიზაცია, ვერ აკმაყოფილებს საპენსიო აქტივების მართვის საქმიანობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად; დ) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის შემთხვევაში − უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური საპენსიო ორგანიზაცია არის დაფუძნებული, შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში; ე) უცხოური საპენსიო ორგანიზაციის შემთხვევაში − უცხოური საპენსიო ორგანიზაცია უფლებამოსილი არ არის ან მას შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს საპენსიო საქმიანობა იმ ქვეყანაში, სადაც ის რეგისტრირებულია/დაფუძნებულია; ვ) მჭიდრო კავშირმა შესაძლოა შეაფერხოს სამსახურის მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; ზ) არსებობს საპენსიო კომპანიის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ან აღიარებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2.სამსახური ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის/აღიარების ან ლიცენზიის გაცემაზე/აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახური განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივლ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 48ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების და საპენსიო კომპანიის ლიკვიდაციის პირობები
  • 16საპენსიო კომპანიის ლიცენზირების პირობები
  • 14საპენსიო კომპანიის ლიცენზირება

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 23აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 16საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციაზე, რეგისტრაციასა და აღიარებაზე უარის თქმა

დაზღვევის შესახებ

  • 25უარი ლიცენზიის გაცემაზე
  • 20სამსახურის ფუნქციები
  • 19სადაზღვევო და ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁹სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 28¹აქტივების მმართველი კომპანია

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 7ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 11საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14⁹71125201928¹231648161417
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…საინვესტიციო ფონდების …დაზღვევის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…დაგროვებითი პენსიის შე…კერძო დაცვითი საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026