პენიტენციური კოდექსი

მუხლი 59. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ან/და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო უზრუნველყოფის ფარგლებში.

2.პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის (მონაცემების) შეგროვება, დამუშავება და ანალიზი ერთ-ერთი შემდეგი მიზნით: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილება და გამოვლენა; ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება; გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც შეიძლება უშუალო საშიშროება შეუქმნას მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის ოპერატიული დანაყოფები.

4.პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში სამსახურის ოპერატიული დანაყოფი უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ინფორმაცია (მონაცემები) მოიპოვოს ღია და ფარული წყაროებიდან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“−„ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად. ამასთანავე, იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

5.პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის დაწყების საფუძველია სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან/და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს სათანადო საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები.

6.სამსახურის ოპერატიული დანაყოფის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციაში (მონაცემებში) შესაძლო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამის შესახებ დაუყოვნებლივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

7.სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების დანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში.

8.პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საპროკურორო ზედამხედველობა და სასამართლო კონტროლი.

9.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებული ინფორმაციის (მონაცემების) დამუშავების, შენახვის, გაცნობისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

10.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ან/და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო უზრუნველყოფის ფარგლებში. 2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის (მონაცემების) შეგროვება, დამუშავება და ანალიზი ერთ-ერთი შემდეგი მიზნით: ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილება და გამოვლენა; ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება; გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც შეიძლება უშუალო საშიშროება შეუქმნას მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის უსაფრთხოებას, პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის ოპერატიული დანაყოფები. 4. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში სამსახურის ოპერატიული დანაყოფი უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში ინფორმაცია  (მონაცემები) მოიპოვოს ღია და ფარული წყაროებიდან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“−„ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად. ამასთანავე, იმავე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 5. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის დაწყების საფუძველია სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან/და პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს სათანადო საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები. 6. სამსახურის ოპერატიული დანაყოფის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებულ ინფორმაციაში (მონაცემებში) შესაძლო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ამის შესახებ დაუყოვნებლივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 7. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების დანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში. 8. პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საპროკურორო ზედამხედველობა და სასამართლო კონტროლი. 9. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებული ინფორმაციის (მონაცემების) დამუშავების, შენახვის, გაცნობისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 10. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
783121101029172523710626159
მითითებამნიშვნელობით ახლოსოპერატიულ-სამძებრო საქ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…პროკურატურის შესახებპოლიციის შესახებსადაზვერვო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა