Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებმუხლი 7

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

მუხლი 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვარისკების მართვაჰუმანიტარული სამართალიფანდრაიზინგიIP დიუ დილიჯენსისაავტორო უფლებების დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹33¹45678

1.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.

2.ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება: ა) პირის გამოკითხვა; ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; გ) საკონტროლო შესყიდვა; დ) კონტროლირებადი მიწოდება; ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა; ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება); ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება ; ი) (ამოღებულია - 01.08.2014, N2635); კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა; ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა. მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას. (ძალადაკარგულად იქნ ა ცნობილი მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის  სიტყვების „ დახურული ხასიათის “ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდება იმავე ნორმის  სიტყვებს „ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება “) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/519 - ვებგვერდი ,  30.10.2012წ.

2¹.კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას შესაძლო ნივთიერი მტკიცებულება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლდეს წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან სხვა ობიექტით. ამ მიზნით დასაშვებია ყალბი (სიმულაციური) საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის სპეციალურად დამზადება, რის შესახებაც დგება ოქმი.

3.უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას, დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს: ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან გამოითხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI 1 თავით დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის მოქმედების განხორციელების შესახებ.

3¹.ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განჩინებით , საქართველოს გენერალური პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე .

4.(ამოღებულია - 01.08.2014, №2635) .

5.(ამოღებულია - 01.08.2014, №2635) .

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით.

7.ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით.

8.ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19,28.04.2005წ., მუხ.140 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.214 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2941-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.95 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6251 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება № 1/2/519 - ვებგვერდი , 30.10.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3537 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №478 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5620 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას. 2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება: ა) პირის გამოკითხვა; ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; გ) საკონტროლო შესყიდვა; დ) კონტროლირებადი მიწოდება; ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა; ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება); ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება ; ი) (ამოღებულია - 01.08.2014, N2635); კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა; ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა. მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას. (ძალადაკარგულად იქნ ა ცნობილი მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის  სიტყვების „ დახურული ხასიათის “ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდება იმავე ნორმის  სიტყვებს „ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება “) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/519 - ვებგვერდი ,  30.10.2012წ. 2 1 . კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას შესაძლო ნივთიერი მტკიცებულება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლდეს წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან სხვა ობიექტით. ამ მიზნით დასაშვებია ყალბი (სიმულაციური) საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის სპეციალურად დამზადება, რის შესახებაც დგება ოქმი. 3. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას, დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს: ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან გამოითხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI 1 თავით დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის მოქმედების განხორციელების შესახებ. 3 1 . ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განჩინებით , საქართველოს გენერალური პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე . 4. (ამოღებულია - 01.08.2014, №2635) . 5. (ამოღებულია - 01.08.2014, №2635) . 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით. 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით. 8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19,28.04.2005წ., მუხ.140 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.214 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2941-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.95 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6251 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის  გადაწყვეტილება № 1/2/519 - ვებგვერდი , 30.10.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1  მაისის  კანონი  №3537  - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22  მარტის  კანონი  №478  - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5620 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
რედაქციების შედარება

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას. 2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება: ა) პირის გამოკითხვა; ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; გ) საკონტროლო შესყიდვა; დ) კონტროლირებადი მიწოდება; ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა; ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება); ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება ; ი) (ამოღებულია - 01.08.2014, N2635); კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა; ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა. მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას. (ძალადაკარგულად იქნ ა ცნობილი მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის  სიტყვების „ დახურული ხასიათის “ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდება იმავე ნორმის  სიტყვებს „ ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება “) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/2/519 - ვებგვერდი ,  30.10.2012წ. 2 1 . კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას შესაძლო ნივთიერი მტკიცებულება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლდეს წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან სხვა ობიექტით. ამ მიზნით დასაშვებია ყალბი (სიმულაციური) საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის სპეციალურად დამზადება, რის შესახებაც დგება ოქმი. 3. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას, ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას, დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს: ა) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიისგან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსგან გამოითხოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესით; ბ)[ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI 1 თავით დადგენილი წესით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის მოქმედების განხორციელების შესახებ. (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან)] 3 1 . ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიება მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება განხორციელდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განჩინებით , საქართველოს გენერალური პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე . 4. (ამოღებულია - 01.08.2014, №2635) . 5. (ამოღებულია - 01.08.2014, №2635) . 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით. 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით. 8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №289-სსმI, №18, 15.05.2000წ., მუხ.46 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №808-სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.187 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1370-სსმI, №19,28.04.2005წ., მუხ.140 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1682-სსმI, №35, 04.07.2005წ., მუხ.214 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2941-სსმI, №14, 15.05.2006წ., მუხ.95 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №482-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.198 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2468-სსმI, №1, 04.01.2010წ. მუხ.1 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6251 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება № 1/2/519 - ვებგვერდი , 30.10.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3537 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №478 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3799 -ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5620 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ოპერაციული რისკების მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოპერაციული რისკის კონსულტირება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული აღმოჩენის სერვისები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინსაიდერული ინფორმაციის უკანონო გამოყენება (მუხლი 202)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №59

11
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 3საქართველოს სისხლი… 136საქართველოს სისხლი… 136

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6მუხლი 14საქართველოს სისხლი… 77საქართველოს სისხლი… 78საქართველოს სისხლი… 3პენიტენციური კოდექ… 59პერსონალურ მონაცემ… 40¹⁶პერსონალურ მონაცემ… 54კონტრდაზვერვითი სა… 14⁵საჯარო სამართლის ი… 8საჯარო სამართლის ი… 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 1ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
  • 2ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები
  • 3ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები

პროკურატურის შესახებ

  • 25ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა
  • 23გამოძიება და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 17ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის ფარულად შეგროვება

პოლიციის შესახებ

  • 29ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 10სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

პენიტენციური კოდექსი

  • 59პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 9კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებები
  • 2კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 10სადაზვერვო დაწესებულებების უფლება-მოვალეობანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3614114⁵1361367778340¹⁶81054597
მითითებამნიშვნელობით ახლოსოპერატიულ-სამძებრო საქ…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…პერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026