DRG მეთოდით დაფინანსებაზე გადასვლასთან დაკავშირებით: ა) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ, 2023 წლის 1 მარტამდე დამდგარ DRG მეთოდით ასანაზღაურებელ შემთხვევებზე არ გავრცელდეს №1 დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებითი ფინანსური ჯარიმები; ბ) პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისგან, თუ იგი 2023 წლის 1 იანვრამდე წერილობითი ფორმით განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 5⁶
რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

