საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 16¹ (დანართი 1). დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზედამხედველობა

რედაქცია №118 კონსოლიდირებული · 18 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მიმწოდებლების მიერ დასაქმებულთათვის კუთვნილი შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობა ხორციელდება შრომის ინსპექციის მიერ, დანართი №1-ის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, საჭიროებისამებრ, ან/და შერჩევითი შემოწმების გზით (სპეციალური ელექტრონული პროგრამის გამოყენებით ან მის გარეშე), მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ თითოეული მიმწოდებლისთვის.

2.ამ დადგენილების მიზნებისთვის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობა ითვალისწინებს დანართ №1-ის მე-20 მუხლის 5 4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლს.

3.დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის მექანიზმები, შერჩევითი შემოწმების მეთოდები და პროცედურები (მათ შორის, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შემოწმების პროცედურები) განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4.შრომის ანაზღაურების საკითხებზე ზედამხედველობის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შრომის ინსპექციის უფლებამოსილი პირის (შრომის ინსპექტორის) მიერ შრომითი ნორმების დარღვევის თაობაზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და მიიღება გადაწყვეტილება/დასკვნა ამ დადგენილებით განსაზღვრულ დასაქმებულთა მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პირობის დარღვევის შესახებ.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დარღვევების გამოვლენისა და ოქმის შედგენისთანავე, შრომის ინსპექცია პროგრამის განმახორციელებელს უგზავნის ინფორმაციას მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 5 4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების გამოვლენილი დარღვევის თაობაზე. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №390 – ვებგვერდი, 11.10.2023წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1305¹75419 (და…12 (დ…15¹ (…1416²56011816¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაყოველთაო ჯანდაცვაზე …საქართველოს შრომის კოდ…შრომითი მიგრაციის შესა…საქართველოს სამოქალაქო…სოციალური მუშაობის შეს…შრომის ინსპექციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №118 · ბოლოს შემოწმდა