Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშრომის ინსპექციის შესახებმუხლი 8

შრომის ინსპექციის შესახებ

მუხლი 8. მთავარი შრომის ინსპექტორი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:პროფესიული უსაფრთხოება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მთავარი შრომის ინსპექტორი: ა) ხელმძღვანელობს შრომის ინსპექციის სამსახურს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს შრომის ინსპექციის სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) ამ კანონის, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას; გ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა  უფლებამოსილებებს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების ფარგლებში შრომის ინსპექტორთა თანამდებობების კლასიფიცირებასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შრომის ინსპექტორებს და შრომის ინსპექციის სამსახურის სხვა თანამშრომლებს; ე) უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრავს შრომის ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნისთვის აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ზ) ახორციელებს ამ კანონით, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.მთავარი შრომის ინსპექტორი ნიშნავს იმდენ შრომის ინსპექტორს, რამდენიც აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად. მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია შრომის ინსპექტორთა დანიშვნისას გაითვალისწინოს მათი კვალიფიკაცია და სქესი. საჭიროების შემთხვევაში მამაკაც და ქალ შრომის ინსპექტორებს შეიძლება სპეციალური მოვალეობები დაეკისროთ.

3.მთავარი შრომის ინსპექტორი უზრუნველყოფს შრომის ინსპექტორთა პროფესიულ ზრდას, კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ მომზადებას, მათ შორის, პერიოდულ სწავლებას (ტრენინგებს).

4.მთავარი შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია შრომის ინსპექტორთათვის სასწავლო მოდულის შემუშავებისა და სრულყოფის მიზნით ითანამშრომლოს უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №440 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მთავარი შრომის ინსპექტორი: ა) ხელმძღვანელობს შრომის ინსპექციის სამსახურს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს შრომის ინსპექციის სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) ამ კანონის, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას; გ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომელთა  უფლებამოსილებებს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების ფარგლებში შრომის ინსპექტორთა თანამდებობების კლასიფიცირებასა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება მთავარი შრომის ინსპექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შრომის ინსპექტორებს და შრომის ინსპექციის სამსახურის სხვა თანამშრომლებს; ე) უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრავს შრომის ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშვნისთვის აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ზ) ახორციელებს ამ კანონით, შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მთავარი შრომის ინსპექტორი ნიშნავს იმდენ შრომის ინსპექტორს, რამდენიც აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად. მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია შრომის ინსპექტორთა დანიშვნისას გაითვალისწინოს მათი კვალიფიკაცია და სქესი. საჭიროების შემთხვევაში მამაკაც და ქალ შრომის ინსპექტორებს შეიძლება სპეციალური მოვალეობები დაეკისროთ. 3. მთავარი შრომის ინსპექტორი უზრუნველყოფს შრომის ინსპექტორთა პროფესიულ ზრდას, კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიულ მომზადებას, მათ შორის, პერიოდულ სწავლებას (ტრენინგებს). 4. მთავარი შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია შრომის ინსპექტორთათვის სასწავლო მოდულის შემუშავებისა და სრულყოფის მიზნით ითანამშრომლოს უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №440 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 4 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 აპრ. 2025

    მე-8 მუხლის მეორე პუნქტში დანიშვნისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმი „გენდერული ფაქტორი“ შეიცვალა სიტყვით „სქესი“; კვალიფიკაციის გათვალისწინების ვალდებულება უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №6

  • 1 ცვლილება · ბოლო 4 აპრ. 2025
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 7შრომის ინსპექციის სამსახურის სტრუქტურა
  • 11შრომის ინსპექტორის სტატუსი და საქმიანობის ფარგლები
  • 13ინსპექტირების დაწყების საფუძვლები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ

  • 10გენერალური აუდიტორის უფლებამოსილება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 6სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები
  • 50მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი

პენიტენციური კოდექსი

  • 7სამსახურის მართვა

პოლიციის შესახებ

  • 57პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 165მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში

პროკურატურის შესახებ

  • 15გენერალური პროკურორი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 75სახელმწიფო ზედამხედველობა საქართველოს შრომის კანონმდებლობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 20სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10755765020157111371658
მნიშვნელობით ახლოსშრომის ინსპექციის შესა…სახელმწიფო აუდიტის სამ…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსიპოლიციის შესახებსაქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026