საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 24 (დანართი 1). რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რეგულირების ობიექტი ვალდებულია: ა ) დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში წარუდგინოს დეპარტამენტს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიში ; ბ) ხელი შეუწყოს დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს კანონიერი ქმედებების განხორციელებისას, ამასთან, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია (იგი პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის ნამდვილობაზე), ასევე აღმოფხვრას გამოვლენილი დარღვევები და შეასრულოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობები; გ) თავის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ან მომხდარი ტექნოგენური ავარიის ან ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციის ან მათი საფრთხის არსებობის შესახებ დროულად აცნობოს დეპარტამენტს ან/და სხვა დაინტერესებულ უწყებებს; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დეპარტამენტის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადებში მიაწოდოს ინფორმაცია მისამართის, საწარმოს შემთხვევაში – იურიდიული მისამართის, საქმიანობის ადგილის, საქმიანობის სფეროს, შესაბამისი უფლებამოსილი პირის (ხელმძღვანელის) და კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ; ე) შეასრულოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

2.გაზომვების ჩატარების, სინჯების აღებისა და ლაბორატორიული ანალიზების  ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზეც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა). საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №454 – ვებგვერდი, 09.09.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 ივლ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
235739392323 (დ…8 (და…15 (დ…4134134324 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…გარემოს დაცვის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…სახელმწიფო აუდიტის სამ…ენერგეტიკისა და წყალმო…რადიაციული დაცვის, ბირ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა