Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებმუხლი 30

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მოთხოვნის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის მოთხოვნის ან წერილობითი მითითების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრედიტო კავშირის ან მისი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესაბამისი საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი; დ) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს; ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს, აგრეთვე ბუღალტერს (არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; ვ) საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს მოსთხოვოს საკრედიტო კავშირის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევის განსახილველად, მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიების განსახორციელებლად ან საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად; ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა; თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი; ი) საკრედიტო კავშირს გაუუქმოს ლიცენზია.

2.ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5925 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.32 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1680 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.163 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5528 – ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4197 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №448 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5233 – ვებგვერდი, 30.10.2019წ. თავი XI გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 ოქტ. 2019
  2. 1 დეკ. 2009· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009
  3. 9 აპრ. 2008· გამოქვეყნდა 26 მარ. 2008
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 31

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-17 · №17

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2019-10-30
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 46სანქციები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 23პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება
  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 55¹დარღვევები და სანქციები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 33საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

დაზღვევის შესახებ

  • 21¹დარღვევები და სანქციები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 30ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 52დარღვევები და სანქციები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 202ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20255¹9¹21¹304623827833523230
მნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…საინვესტიციო ფონდების …ფასიანი ქაღალდების ბაზ…მიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025