1.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის) შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური);
ბ) შეამოწმოს (მათ შორის, ადგილზე) საინვესტიციო ფონდი და აქტივების მმართველი კომპანია;
გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
დ) აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება;
ე) საინვესტიციო ფონდში ან აქტივების მმართველ კომპანიაში დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი ამ კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად;
ვ) პირს დააკისროს სანქციები;
ზ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია;
თ) განახორციელოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება;
ი) განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება;
კ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები;
ლ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;
მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2.საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს წესები ამ თავით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.
საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის) შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში:ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური);ბ) შეამოწმოს (მათ შორის, ადგილზე) საინვესტიციო ფონდი და აქტივების მმართველი კომპანია;გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;დ) აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება;ე) საინვესტიციო ფონდში ან აქტივების მმართველ კომპანიაში დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი ამ კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად;ვ) პირს დააკისროს სანქციები;ზ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია;თ) განახორციელოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება;ი) განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება;კ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები;ლ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს წესები ამ თავით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3715 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №7 · ძალაშია 1 აპრ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაინვესტიციო ფონდების …იპოთეკით დაცული ობლიგა…საქართველოს ეროვნული ბ…ფულის გათეთრებისა და ტ…საგადახდო სისტემისა და…ფასიანი ქაღალდების ბაზ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა