Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 52

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 52. დარღვევები და სანქციები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:სანქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურს უფლება აქვს, საპენსიო კომპანიის, მზღვეველის ან/და მათი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების/ხელმძღვანელი ორგანოს წევრების მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი სანქციები, თუ დარღვეულია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება, ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნები, სამსახურის ინსტრუქცია/წერილობითი მითითება ან „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2.სამსახური უფლებამოსილია გაასაჯაროოს ინფორმაცია დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირისა და დარღვევის ხასიათის შესახებ.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევების გამოვლენისას სამსახურს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ შესაბამისმა სუბიექტმა შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღოს ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) საპენსიო კომპანიისა და მზღვეველის შესაბამის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება და მატერიალური წახალისებების გაცემა, ხოლო თუ საფრთხე ემუქრება მონაწილისა და ბენეფიციარის ინტერესებს, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მათ კონკრეტული ოპერაციების განხორციელების უფლება; ვ) გააუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს პროპორციული და შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და სიმძიმეს ან/და საპენსიო სქემის საპენსიო აქტივებისთვის მიყენებულ ზარალს ან შექმნილ რისკს/საფრთხეს, აგრეთვე ითვალისწინებდეს შესაბამისი დარღვევის გავლენას მონაწილეებისა და ბენეფიციარების ინტერესებზე.

5.აქტივების მმართველ კომპანიებთან მიმართებით ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს (მათ შორის, ფულადი ჯარიმის დაკისრებას), გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებისა, ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. თავი XIV სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი რეგულირება და ზედამხედველობა

წინა მუხლი 51შემდეგი მუხლი 53

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სანქციების შესაბამისობასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 51სამსახურის უფლებამოსილებები
  • 13საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა

დაზღვევის შესახებ

  • 21¹დარღვევები და სანქციები
  • 20სამსახურის ფუნქციები

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 23პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 46სანქციები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 30დარღვევები და სანქციები

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 6საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა
  • 36ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 55¹დარღვევები და სანქციები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3055¹9¹21¹2046236368258511352
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაზღვევის შესახებბუღალტრული აღრიცხვის,ა…საგადახდო სისტემისა და…არასაბანკო სადეპოზიტო …დაგროვებითი პენსიის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023